ნუ იღელვებთ. საქმეს მე მივხედავ. ასეთი იყო სიგნალი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ახალ გულშემატკივრებს და მთელს იტალიის ჩემპიონატს გაუგზავნა: ის მთავარი გმირი იქნება. ხსენებული მესიჯი მან (სულ რაღაც) 37-ე წუთზე გატანილი თავისი პირველი გოლის ზეიმის დროს გამოაგზავნა — გოლის, რომლითაც სერია A-ში მოინათლა. NBA-ს მოყვარულმა ქართველმა მძინარე ბავშვი გაითამაშა, ისე როგორც ამას „გოლდენ სტეიტის” მოთამაშე...
