არ ცხრება ლაპარაკი ვიქტორ ოსიმენზე. ბოლო ცნობის თანახმად, გუშინ მისი აგენტი პარიზს გაემგზავრა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელთა ბაზრის სპეციალისტმა, „სქაი სპორტის” ეთერიდან ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.
დი მარციო ამბობს, რომ „პარი სენ ჟერმენი” „ნაპოლის” ნიგერიელის სანაცვლოდ ფულის გარდა ასარჩევად რამდენიმე ფეხბურთელსაც სთავაზობს. ლაპარაკია „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის ყოფილ თანაგუნდელ, ნახევარმცველ კარლოს სოლერზე, ფრანგ მარჯვენა მცველ ნორდი მუკიელესა და კორეელ ლატერალ კანგ-ინ ლიზე. ჟურნალისტი ამბობს, რომ „აძური” ამ სამიდან მხოლოს კორეელის ვარიანტზე დაფიქრდება, პირველი ორი კი არ აინტერესებს. ლი 23 წლის არის. პსჟ-მდე ის თამაშობდა „ვალენსიასა” და „მალიორკაში”.
ოსიმენის შესახებ ნეაპოლელთა ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტესაც ჰკითხეს. მან თქვა: „კლუბი ფეხბურთელთან შეთანხმებულია, რომ თუკი ვინმე მის ყიდვას მოინდომებს, ის წავა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
