ჭდე: ვიქტორ ოსიმენი

Home ვიქტორ ოსიმენი
ფულს პლუს ლუკაკუ უდრის ოსიმენს
ჩანაწერი

ფულს პლუს ლუკაკუ უდრის ოსიმენს

ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონიდან სხვა კლუბში რომ ითამაშებს, ეს გადაწყვეტილია. აურელიო დე ლაურენტისს კი უნდა მის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო მიიღოს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ნიგერიელის შეძენა „პარი სენ ჟერმენის” გარდა „ჩელსისაც” სურს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ვებ-გვერზე ილაპარაკა. „ინგლისელები ცდილობენ თავდამსხმელში 80-90 მილიონი ევრო გადაიხადონ და ზედ რომელუ ლუკაკუ და კიდევ...

რას ნიშნავდა ოსიმენის საქციელი?
ჩანაწერი

რას ნიშნავდა ოსიმენის საქციელი?

„ნაპოლიმ” კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში უნდა დაივიწყოს — გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ მაღალ მიზნებს ისახავს, შინ ვერ მოუგო „ფროზინონეს”, 2:2. ჩოჩარელებთან შეხვედრამ „ნაპოლის” ყველა ნაკლი ერთად წარმოაჩინა. დაცვა დაცვად და „აძურიმ” რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. ყველაზე მეტად ვიქტორ ოსიმენი სცოდავდა. მან განსაკუთრებით პირველ ტაიმში გააცუდა შესაძლებლობები. „ფროზინონეს” მეკარემ სტეფანო ტურატიმ სულ მცირე ორჯერ...

პარი სენ ჟერმენ, არც იოცნებო!
ჩანაწერი

პარი სენ ჟერმენ, არც იოცნებო!

სად ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონში? დადის ორნაირი ჭორი. ერთნი ამბობენ, რომ „ნაპოლის” მეცხრე ნომერი პრემიერლიგაში გადაბარგდება, მეორენი კი „პარი სენ ჟერმენის” ვერსიას უფრო სანდოდ მიიჩნევენ. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ პარიზელები აურელიო დე ლაურენტისის მიერ დაწესებული გამოსასყიდი თანხის დაკლების მიზნით სხვადასხვა ხერხის მოფიქრებას ცდილობენ, თუმცა ნეაპოლური საიტი calcionapoli24 წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით მათ აფრთხილებს, რომ ფასის...

რა უნდოდა ოსიმენს პარიზში?
ჩანაწერი

რა უნდოდა ოსიმენს პარიზში?

ვიქტორ ოსიმენი პარიზში იყო. დამთავრდა თუ არა წინა ტურის მატჩი „ატალანტასთან”, რომელიც „ნაპოლიმ” შინ 0:3 წააგო, ნიგერიელი თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ჰეილი თრუსთან ერთად კათოლიკეთა აღდგომის აღსანიშნავად საფრანგეთის დედაქალაქს გაეშურა. ოსიმენებმა პარიზში რამდენიმე დღე დაჰყვეს, ოღონდ არავინ იფიქროს, რომ ვიქტორმა მოგზაურობა დამალა — მან თავისი ბედნიერი აღდგომის ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. სხვა საქმეა, რომ შინ 0:3...

ოსიმენის ცუდი სეზონი
ჩანაწერი

ოსიმენის ცუდი სეზონი

გასული წლის ზაფხულიდანვე ცხადი იყო, რომ ვიქტორ ოსიმენს რთული სეზონი ელოდაო, წერს პორტალი tuttonapoli და თავის მოსაზრებას იმ აურაცხელი სატრანსფერო ჭორით ამტკიცებს, რომელიც ნიგერიელს იმ პერიოდში აუგორეს. რას აღარ მოისმენდით მაშინ. პრესა აჭრელებული იყო ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებებით. თავად თავდამსხმელის გარემოცვის ხალხი იგონებდა დაუჯერებელ ვარიანტებს და იფიცებოდა, რომ ოსიმენი წარმოუდგენელი თანხის სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადავიდოდა. საბოლოოდ...

ოსიმენი და კვარაცხელია უნდა წავიდნენ
ჩანაწერი

ოსიმენი და კვარაცხელია უნდა წავიდნენ

პორტალი spazionapoli წერს, რომ „ნაპოლის” სეზონი დამთავრებულია. იტალიის აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა „ატალანტასთან” შინ 0:3 წაგების შემდეგ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე ოცნებაც დაასრულეს. ამიერიდან კალცონას ბიჭებს ერთადერთი რაც შეუძლიათ ევროპის ან კონფერენციის ლიგაში მოხვედრაა, თუმცა თუ დარჩენილ შეხვედრებშიც ისე ითამაშბენ როგორც ბერგამოელებთან, დიდი შანსია, რომ ეს ორი შეჯიბრება გვერდით დარჩეთ. „ნაპოლის” მომავალი ბუნდოვანია. spazionapoli...

მოჯი: ოსიმენი ნაპოლიში აღარ არის
ჩანაწერი

მოჯი: ოსიმენი ნაპოლიში აღარ არის

„რომას”, „ლაციოს” „ტორინოს”, „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ცნობილ ადმინისტრატორს, კვაჭსა და საქმოსანს, 87 წლის ლუჩანო მოჯის Televomero ელაპარაკა. „ინტერისა” და „ნაპოლის” ბოლო ტურის შეხვედრაზე (1:1) მან ასე თქვა: „ნეაპოლელებმა არაფრისმთქმელი ფეხბურთი გვაჩვენეს. ეს იყო იმ ორი გუნდის დაპირისპირება, რომელთაც ამ დღეს საუკეთესო თამაში ვერ შემოგვთავაზეს. ორივეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა...

ნეაპოლში ოსიმენის კრიტიკას უმატეს
ჩანაწერი

ნეაპოლში ოსიმენის კრიტიკას უმატეს

ნეაპოლური საიტის calcionapoli1926-ის ჟურნალისტი ედოარდო რიჩო წერს, რომ მართალია ვიქტორ ოსიმენის მაღალი კლასი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ფაქტია, რომ მან „ბარსელონასთან” ცუდად ითამაშა. ნიგერიელს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაზე გავლენა საერთოდ არ მოუხდენია, ხოლო იმაში, რომ სეზონის ბოლოს „ნაპოლიდან” მიდის ახლა უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. თავისი აზრის გასამყარებლად ჟურნალისტს მთავარი ნეაპოლური გაზეთის „ილ მატინოს” ციტატა...

კაპელო: პენალტი იყო, ოსიმენი არ ვარგოდა!
ჩანაწერი

კაპელო: პენალტი იყო, ოსიმენი არ ვარგოდა!

„ნაპოლის” ოცნება დასრულდა. იტალიის ჩემპიონი „ბარსელონამ” ლიგის მერვედფინალიდან გააგდო. ამ მარცხის გამო „აძური” ვეღარც 2025 წლის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გადაწყდა: იტალიიდან შეჯიბრებაში „ინტერი” და „იუვენტუსი” გამოვლენ. შეხვედრის მერე ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა: …მე პენალტების მოყვარული არ ვარ, მოწინააღმდეგე გახლავართ, მაგრამ დღეს ოსიმენის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დარტყმა ნამდვილად უნდა დაენიშნათ. საერთოდ, დღევანდელი მსაჯი...

ოსიმენი როგორც პენალტისტი
ჩანაწერი

ოსიმენი როგორც პენალტისტი

ვიქტორ ოსიმენი თვითნაბადი ფორვარდია, მაგრამ პენალტისტი არ არისო, წერს პორტალი calcionapoli24 და ნიგერიელის დარტყმულ თერთმეტმეტრიანებს განიხილავს. ოსიმენის პენალტისტობის ამბავი კი ახალი ძალით სერია A-ს ბოლო ტურში, „იუვენტუსთან” თამაშის დროს წამოიჭრა. მოგეხსენებათ 2:1 მოგებულ შეხვედრაში მან თერთმეტმეტრიანი თავად მოიპოვა და თავადვე დაარტყა, მაგრამ ვაგლახ… კიდევ კარგი დამატებაზე ყველას ჯაკომო რასპადორიმ დაასწრო და გოლი შეაგდო. საიტი „მარადონაზე”...