„რომას”, „ლაციოს” „ტორინოს”, „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ცნობილ ადმინისტრატორს, კვაჭსა და საქმოსანს, 87 წლის ლუჩანო მოჯის Televomero ელაპარაკა. „ინტერისა” და „ნაპოლის” ბოლო ტურის შეხვედრაზე (1:1) მან ასე თქვა:
„ნეაპოლელებმა არაფრისმთქმელი ფეხბურთი გვაჩვენეს. ეს იყო იმ ორი გუნდის დაპირისპირება, რომელთაც ამ დღეს საუკეთესო თამაში ვერ შემოგვთავაზეს. ორივეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ჰქონდა ახალი ჩატარებული, მაგრამ „ნაპოლიმ” ერთი დღით მეტი დაისვენა, ხოლო „ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ხსენებულ შეხვედრაში დამატებითი დრო ირბინა და პენალტები დაარტყა. „აძური” 80 წუთი აგებდა, ბოლოს კი სტანდარტული მდგომარეობიდან გაქვითა ანგარიში.
ბურთის ფლობა? ეს სატყუარაა და მეტი არაფერი („ნაპოლი” – 51%), თუმცა ეს უპირატესობა თავის დასამშვიდებლად გამოდგება. მეორე ტაიმში „ნაპოლიმ” დაინახა, რომ მეტოქეს გაუჭირდა და სცადა ამით ესარგებლა. რაც შეეხება ფრანჩესკო კალცონას, ის პრობლემის წინაშე დგას — სლოვენიის ნაკრებში წავიდა და ნეაპოლში ათი დღე არ იქნება.
ვიქტორ ოსიმენი კი, მერწმუნეთ, „ნაპოლის” ფეხბურთელი აღარ არის. აღარც გონებით არის გუნდში და აღარც სხეულით. მას ან პრემიერლიგის რომელიმე კლუბი იყიდის, ან „რეალი”. საკმარისია, რომელიმე მათგანმა წინადადებით მიმართოს და ჩათვალეთ, რომ წასულია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
