თავისებური გუნდია „სასუოლო”. მასთან თამაშის დროს „ნაპოლის” თავდამსხმელები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მადაზე მოდიან. მათ სერია A-ს ბოლო ტურში ხუთი გოლი გაიტანეს და ორი საგოლე პასი შეასრულეს. ამ საგოლე პასებზე (განსაკუთრებით ოსიმენისაზე) რასაკვირველია შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ფორმალურად ორივე პასი საგოლე იყო და ამიტომ calcionapoli24-ში დაწერილი სტატიის განხილვა გავარგრძელოთ. ოსიმენს სერია A-ში, „სასუოლოს” კარში, უკვე...
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
ოსიმენს პლუს კვარა უდრის მბაპეს?
ეს ნამდვილად შეუსრულებელი მისია არისო, წერს იტალიური calciomercato ფრანგულ „პარი სენ ჟერმენზე”. პორტალის აზრით უბრალოდ შეუძლებელია იპოვო იმ ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელსაც პირობითად რომ ვთქვათ დიდი ვარსკვლავისთვის საჭირო 10 თვისებიდან ცხრა მომადლებული აქვს ან იგივე რეკლამის ენაზე რომ გადავთარგმნოთ „სამი ერთშია”. კილიან მბაპეზე მოგახსენებთ. და ყველამ იცის, რომ აქ პრობლემა ფულის ნაკლებობა არ არის. ფული...
დიდი ფეხბურთელები არ უნდა შეცვალო
ვეტერანი ფეხბურთელი ფრანკო სელვაჯი Radio Kiss Kiss-ის ეთერში, გადაცემა „რადიო გოლში” „ნაპოლისა” და „ბარსელონას” (1:1) შეხვედრას გამოეხმაურა. მან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შეცვლაზე გამოთქვა თავისი შეხედულება. „მე ყოველთვის მირჩევნია ოსიმენისა და კვარაცხელიასნაირი ხალხი მოედანზე იყოს. დიდი ფეხბურთელები არ უნდა შეცვალო, რადგან მათ შეუძლიათ ნებისმიერ წამს გაიტანონ გოლი. მათ ნაცვლად მოედანზე იმავე დონის ფეხბურთელს ხომ...
ოსიმენი დაიღალა
„ნაპოლის” მწვრთნელებმა ვიქტორ ოსიმენი „ჯენოასთან” დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს. ის „ნაპოლის” მაისურით მოედანს ოთხშაბათს, „ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაუბრუნდება. ის, რომ ოსიმენი სერია A-ს შეხვედრაში არ ითამაშებდა ცხადი პარასკევს გახდა, როდესაც ნიგერიელმა გუნდისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ივარჯიშა. ოსიმენი „ბარსელონასთან” შეხვედრამდე მოედანზე რომ არ გამოჩნდება, „სქაი სპორტის” გადაცემაში ერთ-ერთმა მწვრთნელმა მასიმო უგოლინიმაც დაადასტურა. „ვიქტორ ოსიმენი დღევანდელი...
ერთ შეხვედრაში 555 555 ევრო!
„ნაპოლი” მოუთმენლად ელოდება ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებას. ბოლო ინფორმაცია ადრინდელისგან განსხვავებულია: ახლა ამბობენ, რომ თავდამსხმელი მშობლიური ნიგერიიდან დღეს ანუ 15 თებერვალს, დილით ჩამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შაბათს „ჯენოასთან” შეხვედრაში ითამაშებს. ვერ გეტყვით რამდენად დაამშვიდებს ეს ინფორმაცია „ნაპოლის” ქომაგებს, რომლებიც ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში გაღიზიანებულები წერდნენ, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარ ბომბარდირს ძალიან ცოტა შეხვედრა...
სანამ ოსიმენი მიწას იფორმებს
ვერა და ვერ უახლოვდება „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულს. ამოცანის მისაღწევად, სეზონის ბოლო მონაკვეთში, მას ყველა საუკეთესო ფეხბურთელი მწყობრში სჭირდება. ერთ-ერთი მათგანი, რასაკვირველია, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში თამაშების ნახევარი გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა და ეროვნული ნაკრების თამაშები. „პარტენოპეელთა” ცენტრალურ თავდამსხმელს „ნაპოლის” მაისური 23 დეკემბრის(!) შემდეგ არ ჩაუცვამს — ის აფრიკის ერთა თასზე გამოდიოდა,...
ოსიმენის გარეშე გოლი არ გადის
„სტადიო ოლიმპიკოზე” ადამიანს ჩამოეძინებოდა, არც სანახაობა იყო და არც ინტენსივობა. 0:0 კარგად ასახავს იმ შეხვედრის შინაარსს, რომელშიც გუნდებმა მოსაგებად ფაქტობრივად არაფერი გააკეთეს. ორიოდ ცოცხალი ეპიზოდი ისევ „ბიანკოჩელესტიმ” შექმნა, მაგალითად კასტელანოსმა მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ ის არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. „ნაპოლის” კი სართოდ კარში არ დაურტყამს. ეს მეტად დამთრგუნველი ფაქტია, რაც იმას...
ოსიმენი მეცხრე ცაზეა!
აფრიკის ერთა თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენის ნიგერიამ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას კამერუნი დაამარცხა (2:0) და შეჯიბრებას გამოთიშა. ორივე გოლი „ატალანტას” თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმენმა გაიტანა — 36-ე და 90-ე წუთებზე. შედეგად, „სუპერარწივები” მეოთხედფინალში ითამაშებენ, ხოლო ზამბო ანგისა „ნაპოლის” დაუბრუნდება. მეოთხედფინალში ნიგერიის მეტოქე იქნება ანგოლა, რომელმაც 3:0 მოუგო ნამიბიას. შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება. ნიგერიელებმა აფრიკის თასზე უკვე ზედიზედ...
ვიქტორი ზაფხულში აუცილებლად წავა
სამჯერ ერთი არის სამი. სამჯერ ორი არის ექვსი. სამჯერ სამი არის ცხრა. გაუგებარია, როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება რატომ სჭირდება ყველაფრის მეორე კლასის მასალამდე გამარტივება. მედიის არაერთი საშუალება მთელი ოთხი კვირის განმავლობაში სიურეალისტურად მსჯელობდა ოსიმენის მომავალზე. არადა, ესკიმოსისთვისაც გასაგები იყო, რომ ნიგერიელის ახალი კონტრაქტი და გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროს დათქმა მისი „ნაპოლიდან” გაშვების სამზადისი იყო...
ოსიმენი ანგისას წინააღმდეგ
ბედს ხუმრობა უყვარს: აფრიკის თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენი ანდრე-მარკ ზამბო ანგისას დაუპირისპირდება. სხვა სიტყვებით, ნიგერია კამერუნს ხვდება და ორივე გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „ნაპოლის” ფეხბურთელი თამაშობს. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, მოვლენათა ასეთი თანხვედრა „ნაპოლის” მწვრთნელ ვალტერ მაცარის ხელს აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ოსიმენი ან ანგისა დაუბრუნდება. ნიგერია კამერუნს 27 იანვარს ხვდება....









