ვერა და ვერ უახლოვდება „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულს. ამოცანის მისაღწევად, სეზონის ბოლო მონაკვეთში, მას ყველა საუკეთესო ფეხბურთელი მწყობრში სჭირდება. ერთ-ერთი მათგანი, რასაკვირველია, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში თამაშების ნახევარი გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა და ეროვნული ნაკრების თამაშები. „პარტენოპეელთა” ცენტრალურ თავდამსხმელს „ნაპოლის” მაისური 23 დეკემბრის(!) შემდეგ არ ჩაუცვამს — ის აფრიკის ერთა თასზე გამოდიოდა, სადაც ფინალში გავიდა, მაგრამ კოტ დ’ივუართან წააგო 1:2.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი ვერ გახდა, ნიგერიის ნაკრებს სამშობლოში თბილად შეხვდნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ ყველა ფეხბურთელი „ნაიჯერის ორდენის წევრობით” (Member of the Order of the Niger), საკუთრებაში გადაცემული მიწებითა და ბინებით დააჯილდოვა.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ოსიმენი ჯერ კიდევ აფრიკაშია და, სავარაუდოდ, ხვალამდე იტალიისკენ არც დაიძრება. თუ სამშობლოდან ხუთშაბათს გაფრინდება, ფეხბურთელი ნეაპოლში პარასკევს ჩავა, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათს, „ჯენოასთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გამოდის, რომ „აძურის” მწვრთნელს ვალტერ მაცარის თავდასხმაში ისევ ჯოვანი სიმეონე ეყოლება. თუმცა, შესაძლოა ამჯერად მან სიმეონეს ჯაკომო რასპადორი ამჯობინოს.
რაც შეეხება ოსიმენს, მის მოედანზე გამოჩენას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, 21 თებერვალს, „ბარსელონასთან” უნდა ველოდოთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
