ვერა და ვერ უახლოვდება „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულს. ამოცანის მისაღწევად, სეზონის ბოლო მონაკვეთში, მას ყველა საუკეთესო ფეხბურთელი მწყობრში სჭირდება. ერთ-ერთი მათგანი, რასაკვირველია, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში თამაშების ნახევარი გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა და ეროვნული ნაკრების თამაშები. „პარტენოპეელთა” ცენტრალურ თავდამსხმელს „ნაპოლის” მაისური 23 დეკემბრის(!) შემდეგ არ ჩაუცვამს — ის აფრიკის ერთა თასზე გამოდიოდა,...
