ვიქტორ ოსიმენი პარიზში იყო. დამთავრდა თუ არა წინა ტურის მატჩი „ატალანტასთან”, რომელიც „ნაპოლიმ” შინ 0:3 წააგო, ნიგერიელი თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ჰეილი თრუსთან ერთად კათოლიკეთა აღდგომის აღსანიშნავად საფრანგეთის დედაქალაქს გაეშურა. ოსიმენებმა პარიზში რამდენიმე დღე დაჰყვეს, ოღონდ არავინ იფიქროს, რომ ვიქტორმა მოგზაურობა დამალა — მან თავისი ბედნიერი აღდგომის ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. სხვა საქმეა, რომ შინ 0:3 დამარცხების შემდეგ ვარსკვლავის პარიზული ზეიმი გულშემატკივარს მაინცდამაინც არ ესიამოვნა.
იტალიური პრესა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოსიმენი თუნდაც ორ-სამდღიან არდადეგებს პარიზში ატარებს. „პარტენოპეელთა” ვარსკვლავს საფრანგეთის დედაქალაქში დასვენების ოჯახური ტრადიცია აქვს. როგორც ჩანს, ვიქტორს და მისი ახლობლებს პარიზი ძალიან უყვართ ამან კი შეუძლებელია ნეაპოლელი გულშემატკივარი არ ჩააფიქროს, რადგან საყოველთაოდ არის ცნობილი „პარი სენ ჟერმენის” ინტერესი ნიგერიელი ფორვარდის მიმართ. დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონიდან ოსიმენმა კარიერა სწორედ პსჟ-ში გააგრძელოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
