„ნაპოლის” ფეხბურთელებზე იმის თქმა, რომ „პარი სენ ჟერმენში” გადადიან, როგორც ჩანს ნორმად დამკვიდრდა. ბოლო ინფორმაციით მას მერე რაც კილიან მბაპე გაუშვეს მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩენილი პარიზელები სხვადასხვა ვარიანტების განხილვის მერე ვიქტორ ოსიმენს დაუბრუნდნენ. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ვერავინ იპოვა ვინც ნაწილობრივ მაინც შეავსებდა მბაპეს დანაკლისის. არადა, ესპანელ მწვრთნელს ბევრი გოლის გამტანი კაცი სჭირდება. მართალია მის განკარგულებაში არიან გონსალო რამოსი და კოლო მუანი, მაგრამ მათი ოსტატობა საკმარისი არ არის.
ლუის ენრიკეს მარჯვენა ხელი ლუიშ კამპუში ოსიმენს ბავშვობიდან იცნობს. 2019 წელს ნიგერიელი „ლილში” სწორედ პორტუგალიელმა გადაიყვანა, მაგრამ მანამდე ასეთი რამ მოხდა:
„სპეციალურად გადავფრინდი ლაგოსში 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის სანახავად. ერთი მატჩი საკმარისი აღმოჩნდა. მაშინ „ლილში” ვმუშაობდი. დაუყოვნებლივ დავურეკე ჩემს აღმასრულებელ დირექტორს და ვუთხარი, რომ ვნახე ბიჭი, რომელსაც ორი წლის შემდეგ ევროპაში ბადალი არ ეყოლებოდა. სამწუხაროდ, ოსიმენს ჩვიდმეტი წლის ბავშვისთვის ძვირად აფასებდნენ და ის „ვოლფსბურგმა” წაიყვანა. ვიქტორი ბოლო 20 მეტრში კატავისთაა. თუკი ბურთს გადაუგებ, წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ის ყველას უტევს”, — თქვა კამპუშმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
