ჭდე: ვიქტორ ოსიმენი

Home ვიქტორ ოსიმენი
ოსიმენმა ღამის კლუბში იჩხუბა
ჩანაწერი

ოსიმენმა ღამის კლუბში იჩხუბა

ვიქტორ ოსიმენი გაღიზიანებულია. ის „ნაპოლის” გაყიდვას სთხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ისეთ ფასს ადებს, რომ მყიდველებს აფრთხობს. სანამ მდგომარეობა გაირკვევა, ნიგერიელი ანტონიო კონტესთან ვარჯიშობს, მაგრამ მშვიდად რომ არ არის, ეს მოედანს მიღმა ცხოვრებიდანაც ჩანს. კვირა საღამოს მას ნეაპოლის ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბში კონფლიქტი მოუვიდა. მავანმა გულშემატკივარმა მოცეკვავეთა შორის ოსიმენი იცნო და ტელეფონით ვიდეოს...

ნაპოლი 48 საათში შეეცდება
ჩანაწერი

ნაპოლი 48 საათში შეეცდება

„ნაპოლის” სატრანსფერო ბაზარზე რთული პერიოდი უდგას. ამის შესახებ ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ „სქაი სპორტის” გადაცემაში ილაპარაკა: „ვიქტორ ოსიმენი გუნდიდან აუცილებლად წავა. ეს ჯერ კიდევ მაშინ გადაწყდა, როდესაც ნიგერიელმა განახლებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კლუბი, რომელმაც მის მიმართ ყველაზე რეალური ინტერესი გამოიჩინა „პარი სენ ჟერმენია”, თუმცა პარიზელთა მეპატრონე არაბები „ნაპოლის” დიდი ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ოსიმენის გაყიდვამდე...

ოსიმენის თემა ისევ გააქტიურდა
ჩანაწერი

ოსიმენის თემა ისევ გააქტიურდა

წუხელ ესპანეთში გავრცელდა ცნობა, რომელმაც შესაძლოა „ნაპოლის” სატრანსფერო საქმეებზე გავლენა მოახდინოს. „ელ ჩირინგიტოს” ცნობით „ჩელსი” „ატლეტიკოსგან” სამუ ომოროდიონს ვეღარ ყიდულობს და ლონდონელები ისევ ვიქტორ ოსიმენს მიუბრუნდებიან. „სამუ ომოროდიონთან დაკავშირებული მოლაპარაკებები „ჩელსისა” და „ატლეტიკოს” შორის დანამდვილებით ჩაიშალა. „ლურჯებმა” ომოროდიონის შეძენასთან დაკავშირებული პირობები შეცვალეს და ახლა ვიქტორ ოსიმენს დაუბრუნდებიან”, — დაწერა „ელ ჩირინგიტომ”. მოგეხსენებათ, ოსიმენის გაყიდვაზე პირდაპირ...

ჩელსიმ ოსიმენზე ხელი აიღო
ჩანაწერი

ჩელსიმ ოსიმენზე ხელი აიღო

ინგლისური „დეილი მეილი” წერს, რომ „ჩელსიმ” „ნაპოლის” თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ყიდვაზე ხელი აიღო, თუმცა ნიგერიელს ჯერ კიდევ შეუძლია საოცნებო პრემიერლიგაში მოხვედრა. „ჩელსის” კი „ატლეტიკოს” სამუ ომოროდიონის შეძენაზე გადაუტანია ყურადღება. გაზეთის ცნობით მოლაპარაკებები ლონდონელებსა და მადრიდელებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს. მართალია ომოროდიონმა გასული სეზონი იჯარით „ალავესში” გაატარა, სადაც მხოლოდ 9 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი ღირებულება 35 მილიონი...

ნაპოლი ცაიტნოტშია
ჩანაწერი

ნაპოლი ცაიტნოტშია

დაიწყოიტალიელი ჟურნალისტის, სატრანსფერო ბაზრის სპეციალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ხვიჩა კვარაცხელიას  „ნაპოლი” 23 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის, ბილი გილმორის შეძენას აპირებს. გილმორი 170 სანტიმეტრია, 2019-22 წლებში „ჩელსიში” თამაშობდა, თუმცა ამ პერიოდის ბოლო სეზონი იჯარით „ნორვიჩში” გაატარა. 2022 წლიდან ის „ბრაიტონის” წევრია, რომელსაც შოტლანდიის ნაკრებში 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული. დი მარციომ „სქაი სპორტის” X პლატფორმაზე დაწერა: „მას...

ოსიმენი ამანათია?
ჩანაწერი

ოსიმენი ამანათია?

რჩება ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში”? სავარაუდოდ არა, მაგრამ სად წავა ჯერჯერობით გაურკვეველია. „პარი სენ ჟერმენი”, რომელიც ნიგერიელის ყველაზე რეალურ მყიდველად მიაჩნდათ, „პარტენოპეელთა” მოლოდინის საწინააღმდეგოდ აგრესიულ ვაჭრობაზე არ გადავიდა. დრო კი გადის. სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება გამოსავლის პოვნა. ამასთან, „ნაპოლის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ოსიმენის ნაცვლად გუნდში მისთვის სასურველი თავდამსხმელის, ბელგიელი რომელუ ლუკაკუს მიყვანა სურს....

იქნებ ნაპოლი პირდაპირ ჩელსის გაურიგდეს?
ჩანაწერი

იქნებ ნაპოლი პირდაპირ ჩელსის გაურიგდეს?

ახლა უკვე აშკარაა, რომ „პარი სენ ჟერმენი” ვიქტორ ოსიმენის ყიდვას ჭოჭმანობს. ამიტომ „ნაპოლიმ” გადაწყვიტა ტაქტიკა შეცვალოს და „ჩელსის” დაელაპარაკოს. ასეთია ცნობა, რომელიც ადრე ტრანსფერების ექსპერტმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, ახლა კი ინგლისურმა გაზეთმა „გარდიანმა” დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის” ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს „ჩელსისგან” ბელგიელი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ყიდვა უნდა, ამისთვის კი ფული სჭირდება. „ნაპოლის” ამ...

სარეკლამო უფლებები კლუბს გადაეცემა
ჩანაწერი

სარეკლამო უფლებები კლუბს გადაეცემა

დღევანდელი ნეაპოლური საიტების მთავარი თემა რომელუ ლუკაკუა. „პარტენოპეელები” სატრანსფერო ბაზარზე ორი საკითხით არიან დაკავებულები: ცდილობენ ვიქტორ ოსიმენი რამენაირად „პარი სენ ჟერმენს” მიჰყიდონ და „ჩელსისთან” ლუკაკუს საქმე გაკვაჭონ. „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საყოველთაო აზრით ბაზრის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი თანხაა. პარიზელები ამდენის გადახდას არ აპირებენ. ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლიმ” ნიგერიელის ფასი დაახლოებით...

ოსიმენი საუდის არაბეთზე დაფიქრებულა
ჩანაწერი

ოსიმენი საუდის არაბეთზე დაფიქრებულა

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” ტვირთად იქცა. როგორც calciomercato წერს, ის არის სეზონში 12-მილიონიანი პრობლემა, რომლის გამოც კლუბმა 2026 წლის ივნისამდე ბიუჯეტს 31 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გასაგებად რომ ვთქვათ, თუ ნიგერიელი „მარადონაზე” დარჩება, აურელიო დე ლაურენტისს მისთვის „ხელზე” გადასახდელი თანხის გარდა ბრუტო-ხელფასისა და კონტრაქტის ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინებით სახელმწიფოსთვის დამატებით 31 მილიონის მიცემა მოუწევს. რაც უფრო გვიანდება...

ოსიმენი დღეს ან ხვალ პარიზში წავა
ჩანაწერი

ოსიმენი დღეს ან ხვალ პარიზში წავა

გუშინ ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერდა, რომ ვიქტორ ოსიმენის „პარი სენ ჟერმენში” გადასვლის საქმე გართულდა, მაგრამ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. მას მერე, რაც „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა და პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ უშუალოდ ილაპარაკეს, გადაწყდა, რომ თუ რაღაც მოულოდნელი არ მოხდება, ნიგერიელი დღეს ან ხვალ პარიზს გაეშურება. ბოლო ცნობით გარიგება ფაქტობრივად შედგა. დასახვეწია ცალკეული დეტალები....