ვიქტორ ოსიმენი გაღიზიანებულია. ის „ნაპოლის” გაყიდვას სთხოვს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ისეთ ფასს ადებს, რომ მყიდველებს აფრთხობს. სანამ მდგომარეობა გაირკვევა, ნიგერიელი ანტონიო კონტესთან ვარჯიშობს, მაგრამ მშვიდად რომ არ არის, ეს მოედანს მიღმა ცხოვრებიდანაც ჩანს. კვირა საღამოს მას ნეაპოლის ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბში კონფლიქტი მოუვიდა.
მავანმა გულშემატკივარმა მოცეკვავეთა შორის ოსიმენი იცნო და ტელეფონით ვიდეოს გადაღებას შეუდგა. თითქოს უცხო და უჩვეულო არაფერი ხდებოდა, მაგრამ როდესაც კეპით შენიღბულმა ვარსკვლავმა შეამჩნია, რომ უღებენ, მოცეკვავეთა შორის გზა გაიკაფა და ფანს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა. ატყდა გაწევ-გამოწევა.
„კორიერე დელო სპორტის” ვერსიით ოსიმენს ის არ მოეწონა, რომ გამოიჭირეს და არა ის, რომ უღებდნენ. ანტონიო კონტე თავის ფეხბურთელებს ღამის ცხოვრებას უკრძალავს და მართალია ნიგერიელი გაქცევაზეა, სავარაუდოდ მას დააჯარიმებენ კიდეც.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 08:54როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
სიახლეები06/09/2026 | 08:18ბაიერნმა გოლი ვერ გაიტანა!
