ჭდე: ვიქტორ ოსიმენი

Home ვიქტორ ოსიმენი
ოსიმენმა ახალი ფანატიკოსები იშოვა
ჩანაწერი

ოსიმენმა ახალი ფანატიკოსები იშოვა

ვიქტორ ოსიმენი იჯარით „გალათასარაიში” ითამაშებს. ნიგერიელის ხელფასს მთლიანად თურქული კლუბი გადაიხდის. ვაზუსტებთ: ფეხბურთელი ხელზე წელიწადში დაახლოებით 11 მილიონ ევროს იღებდა, მაგრამ კლუბს ის დაქვითვების გათვალისწინებით 22 მილიონი უჯდებოდა. ტრანსფერის იდეა უბრალო დამთხვევამ, მაურო იკარდის ტრავმამ გააჩინა. არგენტინელი ერთი თვე ვერ ითამაშებს და სტამბოლელებმა გამოსავალი მოძებნეს. ოსიმენი „ნაპოლის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს არ სჭირდებოდა, რადგან მას...

ყველამ წააგო, სიძეს გაუხარდა
ჩანაწერი

ყველამ წააგო, სიძეს გაუხარდა

ჩირო ვენერატო გახლავთ იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ჟურნალისტი, რომელმაც გადაცემაში La Domenica Sportiva (სპორტული კვირადღე) ვიქტორ ოსიმენის შესახებ ილაპარაკა. სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა განმარტა, თუ რა შეიძლება მოხდეს ნიგერიელ თავდამსხმელსა და კლუბს შორის. „ყველა წაგებაშია. ოსიმენს იანვრამდე ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა. ანტონიო კონტე კი მთელ ფსონს ერთ თავდამსხმელზე რომელუ ლუკაკუზე ჩამოვა”, — თქვა ვენერატომ. ბელგიელი ვარსკვლავი უკვე...

წადით, თქვენიო
ჩანაწერი

წადით, თქვენიო

ვიქტორ ოსიმენი სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღის მთავარი გმირი გახდა — მისი ყიდვა „ჩელსისაც” უნდოდა  და „ალ-აჰლისაც”, ის კი „ნაპოლის” შერჩა. როგორც ფრანგული „ეკიპის” ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, გაწბილებული ფეხბურთელი ახლა კატეგორიულად აცხადებს, რომ „ნაპოლის” მაისურით მოედანზე ფეხს აღარ შედგამს. სავარაუდოდ, „ნაპოლისაც” აღარ სჭირდება ოსიმენი. ოსიმენი ის კაცია, რომელმაც გასული წლის დეკემბერში „აძურისთან” კონტრაქტი განაახლა —...

ოსიმენის საქმე დღეს უნდა გაირკვეს
ჩანაწერი

ოსიმენის საქმე დღეს უნდა გაირკვეს

ვიქტორ ოსიმენის ამბავი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს. ნიგერიელი თავდამსხმელი „ჩელსისა” და „ალ აჰლის” შორის აირჩევს. RMC Sport-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბის მენეჯმენტი ნეაპოლშია და ცდილობს ფეხბურთელი „სტამფორდ ბრიჯზე” გადაიყვანოს. ოსიმენი თავის მხრივ თანახმაა „ჩელსის” ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ხელფასის მოკლება არ უნდა. სანამ ინგლისელები ნიგერიელს ელაპარაკებოდნენ, თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდა „ოტელ პარკერში” „ნაპოლის” ხალხს...

ოსიმენი ამანათი არ არის
ჩანაწერი

ოსიმენი ამანათი არ არის

ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლაზე უარს ამბობს. რობერტო კალენდამ, რომელიც ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტია, სოციალურ ქსელში დაწერა: „ოსიმენი „ნაპოლის” ფეხბურთელია, რომელმაც ამასწინათ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და ამ კონტრაქტით ყველა კმაყოფილი იყო. მან „აძურიში” ისტორია შექმნა. როდესაც ჩვენთან სხვა კლუბებიდან წინადადებები მოდიოდა – მათ შორის წინადადებები იყო წლეულსაც, – ჩვენ „ნაპოლის” სურვილებს ვითვალისწინებდით. ადრეც მითქვამს, რომ ჩემი...

ლუკაკუ მოვიდა! ოსიმენი?
ჩანაწერი

ლუკაკუ მოვიდა! ოსიმენი?

რთულმა სატრანსფერო ზაფხულმა ანტონიო კონტესთვის პირველი კარგი ამბავი მოიტანა: რომელუ ლუკაკუს საქმე მოგვარდა, ბელგიელი „ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება. იტალიელებს „ჩელსისთვის” მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, პლუს, თუკი ისინი ვეტერანს ოდესმე სადმე გაყიდიან, ლონდონელები პროცენტებს მიიღებენ. გუშინ კლუბებმა საჭირო დოკუმენტაცია გაცვალეს. ორშაბათ-სამშაბათს თავდამსხმელი იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 2027 წლამდე კონტრაქტსაც გააფორმებს. ამრიგად, ლუკაკუ...

ჯერჯერობით ოსიმენი არავის უნდა
ჩანაწერი

ჯერჯერობით ოსიმენი არავის უნდა

დღეს იტალიური სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვიქტორ ოსიმენის „ნაპოლიდან” წასვლაა. ამაზე Calciomercato l’origine-ს ფარგლებში სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა და ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ილაპარაკა: „ანტონიო კონტესა და კლუბს ეგონათ, რომ საკითხი გაცილებით მალე მოგვარდებოდა, მაგრამ ოსიმენის ყიდვის მსურველი ჯერ კიდევ არ ჩანს. ზაფხულის დასაწყისში იყო მხოლოდ ერთი შეთავაზება, „პარი სენ ჟერმენი” ნიგერიელსა და კვარაში 200...

შამანმა ოსიმენი გააფრთხილა
ჩანაწერი

შამანმა ოსიმენი გააფრთხილა

ვიქტორ ოსიმენის „ჩელსიში” გადასვლა რეალურია, მაგრამ გამოჩნდა ხალხი ვისაც ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. როგორც ESPN-ის აფრიკულმა X პლატფორმამ დაწერა, მავან ნიგერიელ შამანს „ნაპოლის” თავდამსხმელისთვის მესიჯის გაგზავნა უნდოდა. „მსურს ოსიმენი ჩქარა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავაფრთხილო, რომ „ჩელსიში” არ უნდა გადავიდეს. თუ ის „ჩელსიში” გადავა, მისი ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო კარიერა მოკვდება. თუ ოსიმენი „ჩელსიში” გადავა, მას აღარ...

ცოტაც და ოსიმენი ჩელსიში გადავა
ჩანაწერი

ცოტაც და ოსიმენი ჩელსიში გადავა

ინგლისური „სანის” ინფორმაციით „ჩელსი” სადაცაა „ნაპოლის” 85 მილიონ გირვანქად (99 მილიონი ევრო) ღირებულ ნიგერიელ ვარსკვლავ ვიქტორ ოსიმენს იყიდის. ლონდონელთა ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე, რომელიც ახლა ნეაპოლელებს უდგას სათავეში ოსიმენის სანაცვლოდ რომელუ ლუკაკუს, 21 წლის იტალიელ ნახევარმცველ ჩეზარე კაზადეისა და კიდევ 39 მილიონ გირვანქას (45.5 მილიონი ევრო) ითხოვს. 25 წლის ოსიმენს სერია A-დან წასვლა უნდა, 31...

ნაპოლის ლონდონური საქმეები გვარდება
ჩანაწერი

ნაპოლის ლონდონური საქმეები გვარდება

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” შოტლანდიელი ბილი გილმორის შეძენის საქმე ფაქტობრივად გაჩარხა. ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლონდონშია, სადაც ტრანსფერს შეიძლება დღესვე დაუსვას წერტილი. „აძურიმ” ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ყველა საკითხი მოაგვარა. ახლა „ბრაიტონთან” შეთანხმება დარჩა. თუმცა მანა ინგლისში მარტო გილმორის გამო არ ჩასულა. მას „ჩელსისთან” რომელუ ლუკაკუსა და ვიქტორ ოსიმენის საქმეზე სურს დალაპარაკება. მოგეხსენებათ, „ატლეტიკოდან” ესპანელი სამუ ომოროდიონის...