დღეს იტალიური სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვიქტორ ოსიმენის „ნაპოლიდან” წასვლაა. ამაზე Calciomercato l’origine-ს ფარგლებში სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა და ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ილაპარაკა:
„ანტონიო კონტესა და კლუბს ეგონათ, რომ საკითხი გაცილებით მალე მოგვარდებოდა, მაგრამ ოსიმენის ყიდვის მსურველი ჯერ კიდევ არ ჩანს. ზაფხულის დასაწყისში იყო მხოლოდ ერთი შეთავაზება, „პარი სენ ჟერმენი” ნიგერიელსა და კვარაში 200 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ მაშინ „ნაპოლიმ” კატეგორიული უარი განაცხადა. უარის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კლუბს კვარას დაკარგვა არ უნდოდა. მას კონტესთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ ქართველსა და ჯოვანი დი ლორენცოს დაახვედრებდა. ამის შემდეგ კი პსჟ-თან ურთიერთობა გაცივდა.
დღეს ოსიმენის საქმე რთულადაა. მართალია მისი „ნაპოლიდან” წასვლა ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული – ბოლო წამს შეიძლება ვინმემ ოფიციალური შეთავაზება გამოაგზავნოს – მაგრამ იმ თანხას, რომელსაც ნეაპოლელები მის სანაცვლოდ ითხოვენ არავინ გადაიხდის. არის აგრეთვე მცირე შესაძლებლობა იმისა, რომ ნიგერიელი „ნაპოლიში” დარჩება… რომელუ ლუკაკუსთან ერთადაც კი. მოგეხსენებათ, „აძური” ცდილობს ბელგიელი შეიძინოს.
ვინ მივა „მარადონაზე” ოსიმენის ნაცვლად ეს 30 აგვისტომდე უნდა გადაწყდეს და თუ სასურველი შეთავაზება იქნება, „ნაპოლის” დაბლოკილი ბაზარი შეიძლება გაიხსნას. თავად ფეხბურთელს წასვლა უნდა, მაგრამ თუ მისი ყიდვა არავინ მოინდომა, კლუბთან დალაპარაკება მოუწევს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
