„გაძეტა დელო სპორტი” ვერონაში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასა და პირველი ტაიმის მიწურულს მოედნიდან გაყვანაზე წერს: „ეს იყო დიდი შიში და მეტი არაფერი. ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს, თუმცა კვირას მას ვერონას საავადმყოფოში ოთხი საათის გატარება მოუხდა. კვარაცხელიას თან „ნაპოლის” სამედიცინო შტაბის წევრები ახლდნენ. მან „ვერონასთან” შეხვედრაში თავი ცუდად იგრძნო და პირველი ტაიმის ბოლოს მოედანი დატოვა.
მატჩის დასაწყისში კვარაცხელიას დავიდოვიჩი დაეჯახა, უკნიდან, კისერში, რის გამოც კვარამ თავი ცუდად იგრძნო. ახლა ქართველი თავდამასხმელი ხანმოკლე შვებულებაშია, რადგან ვაჟის გაჩენას ელოდება, შემდეგ კი კასტელ ვოლტურნოში დაბრუნდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარებოა „ბოლონიასთან” მატჩის წინ დამაკმაყოფილებელია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
