გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში” გადასვლა უნდა, მაგრამ რაკი მერსისაიდელები მიმდინარე სეზონში მის მთავარი გუნდის კარში დაყენებას არ აპირებენ, ქართველი მომდევნო ზაფხულამდე „ვალენსიაში” დარჩენას ითხოვს. მოგეხსენებათ, „ლივერპული” მის ყიდვას და ერთი სეზონით „ბორნმუთში” გაშვებას აპირებდა. როგორც „მარკა” წერს „ვალენსიაში” დარჩენის მოთხოვნა მოლაპარაკებებზე კარგად იმოქმედებს. კლუბები ამ ვარიანტზე სავარაუდოდ შეთანხმდებიან.
„წითლებს” სურდათ მიმდინარე სეზონში მათი კარი ვეტერან ალისონ ბეკერს დაეცვა, ხოლო მამარდაშვილი ბრაზილიელის ჩრდილში რომ არ მოქცეულიყო და თან პრემიერლიგის ფეხბურთს შეჩვეოდა, იჯარით „ბორნმუთში” გადასულიყო, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიზეზი: „ვალენსიამ” 40 მილიონ ევროს ცენტიც არ დაუკლო. „ჯეოთიმის” ინფორმაციით სწორედ ამ დროს ჩაერია მოლაპარაკებების პროცესში თავად გოლკიპერი, რომელმაც სავარაუდოდ ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტი წამოაყენა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
