
წუხელ ესპანეთში გავრცელდა ცნობა, რომელმაც შესაძლოა „ნაპოლის” სატრანსფერო საქმეებზე გავლენა მოახდინოს. „ელ ჩირინგიტოს” ცნობით „ჩელსი” „ატლეტიკოსგან” სამუ ომოროდიონს ვეღარ ყიდულობს და ლონდონელები ისევ ვიქტორ ოსიმენს მიუბრუნდებიან.
„სამუ ომოროდიონთან დაკავშირებული მოლაპარაკებები „ჩელსისა” და „ატლეტიკოს” შორის დანამდვილებით ჩაიშალა. „ლურჯებმა” ომოროდიონის შეძენასთან დაკავშირებული პირობები შეცვალეს და ახლა ვიქტორ ოსიმენს დაუბრუნდებიან”, — დაწერა „ელ ჩირინგიტომ”.
მოგეხსენებათ, ოსიმენის გაყიდვაზე პირდაპირ არის დამოკიდებული „ნაპოლის” მიერ ცნობილი ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ყიდვა იმავე „ჩელსიდან”. „აძურის” ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ლუკაკუსთან ერთად „ინტერში” უმუშავია და მისი ნეაპოლში გადაყვანა სურს. „პარტენოპეელთა” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუკაკუს ყიდვას ოსიმენის სანაცვლოდ მიღებული ფულიდან აპირებდა, მაგრამ ნიგერიელის ამბავი შეფერხდა. „ჩელსიზე” მოგახსენეთ, რომ ომოროდიონზე გადაერთო, „პარი სენ ჟერმენი” გაჩერდა, საუდის არაბეთში გადაბარგება კი დიდი ხელფასის მიუხედავად თავად ფეხბურთელს არ უნდა.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ ლუკაკუს შეძენის სურვილი „ასტონ ვილამ” გამოთქვა. ბირმინგემის კლუბი მზად არის ბელგიელში 43 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავდამსხმელს „ნაპოლიში” გადასვლა ურჩევნია, მაგრამ თუ პროცესი ძალიან გაიწელა, შეეცდება გამოსავალი მოძებნოს — არაფერს „ასტონ ვილა” სჯობს.
„ჩელსი” „ნაპოლის” ლუკაკუში 40 მილიონ ევროს სთხოვდა, დე ლაურენტისი კი 25 მილიონსა და 5 მილიონის ბონუსებს სთავაზობდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
