რჩება ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში”? სავარაუდოდ არა, მაგრამ სად წავა ჯერჯერობით გაურკვეველია. „პარი სენ ჟერმენი”, რომელიც ნიგერიელის ყველაზე რეალურ მყიდველად მიაჩნდათ, „პარტენოპეელთა” მოლოდინის საწინააღმდეგოდ აგრესიულ ვაჭრობაზე არ გადავიდა. დრო კი გადის. სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება გამოსავლის პოვნა. ამასთან, „ნაპოლის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ოსიმენის ნაცვლად გუნდში მისთვის სასურველი თავდამსხმელის, ბელგიელი რომელუ ლუკაკუს მიყვანა სურს. ამაზე და შესაძლო სატრანსფერო ვარიანტების შესახებ ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, მაგრამ ბოლო დროს გავრცელებულმა ხმებმა ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა აღაშფოთა. მან X პლატფორმაზე დაწერა:
„სულ ვკითხულობ ცნობებს ვიქტორის წარმოსახვითი გაცვლის შესახებ. ხან ერთ ადგილზე უშვებენ, ხან — მეორეზე. გეგონება ამანათი იყოს, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა ჩააბარონ დანიშნულების ადგილზე. მაგრამ, მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ამანათი „ნაპოლის” ისტორიაში მესამე სკუდეტოს წელიწადს სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი იყო. პატივი ვცეთ მას და ყალბი ცნობების გავრცელება შევწყვიტოთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 07:33მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
