გავლენიანი იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა” „ნაპოლის” ახალი შეთავაზება გაუგზავნა: 200 მილიონი ევრო ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ.
პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მიიჩნევს, რომ „ტყუპების დაცალკევება არ შეიძლება”, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი — ნეაპოლელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ 77 ნომერი არ იყიდება.
რომაული გამოცემის სტატიაში წერია, რომ სამაგიეროდ ოსიმენთან დაკავშირებით შეიძლება ვაჭრობა.
„ის ახლოს არის, მაგრამ იმავდროულად შორსაა. ის უკვე ორი დღეა რაც გუნდთან ერთად იმყოფება და დიმაროშიც გარმგზავრება შეკრებაზე, მაგრამ მისი მომავალი ჰაერში ჰკიდია.
ოსიმენი მზადაა განიხილოს წინადადებები, ოღონდ ისინი ახლოს უნდა იყოს გამოსასყიდ თანხასთან, რომელიც კონტრაქტში უწერია. ხსენებული თანხა გახლავთ 130 მილიონი ევრო, რომელიც ხელფასად დათქმულ 10 მილიონთან ერთად ცენტრფორვარდის თაყვანისმცემლებს ცოტა არ იყოს აშინებს”, — წერს „კორიერე დელო სპორტი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
