საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასულმა „სენტ ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელი იფიციალურად წარადგინა.
დავითაშვილმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
„სასიიამოვნია ასეთ ისტორიულ კლუბში თამაში, მიხარია, რომ აქ ვარ, მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან შეხვედრას „ჟოფრუა გიშარის“ სტადიონზე და არაჩვეულებრივი გულშემატკივრების წინაშე პირველი მატჩის ჩატარებას. საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში ადვილი არ არის, საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატია და ჩემთვის აქ ყოფნა დდი გამოწვევაა“, – განაცხადა დავითაშვილმა კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
