თავიდან იყო ლეო მესის ტრანსფერის ირგვლივ ატეხილი ალიაქოთი; შემდეგ, პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს გადადგომის მოთხოვნა და გადადგომა; ახლა კი ხელფასების შემცირების ამბავია. ნათქვამი იყო, რომ თუ კლუბი და კლუბის დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა შორის ყველაზე დიდხელფასიანები ფეხბურთელები არიან, გუშინდლამდე საერთო ენას ვერ გამონახავდნენ, ადმინისტრაცია გასამრჯელოებს თვითნებურად შეკვეცდა. ცხადია, ეს მარტივი საქმე არ არის. კლუბის დაქირავებულ თანამშრომლებს...
ჭდე: ბარსელონა
კუმანი პრესინგსა და უბურთოდ თამაშზე
„ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კიევის „დინამოს” 2:1 მოუგო, რის შემდეგაც გამარჯვებულთა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა, რომ მის ფეხბურთელებს უბურთოდ თამაშის გაუმჯობესება მართებთ. „თამაში კარგად დავიწყეთ. მეხუთე წუთზევე პენალტით გავხსენით ანგარიში და სხვა საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ ამის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ კონტროლი დავკარგეთ. იყო მომენტები, როდესაც კიეველები ჩვენს კართან ხიფათს ქმნიდნენ, მაგრამ ფენომენალურად ითამაშა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა....
რეკორდმაისტერის ახალი რეკორდი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში მიუნჰენის „ბაიერნმა“ ავსტრიული „რედ ბული“ 6:2 დაიბრიყვა. შარშანდელი ტრიუმფალური სეზონიდან მოყოლებული ბავარიელებს ზედიზედ 14 გამარჯვება დაუგროვდათ. აქედან 11 შარშანდელია, კიდევ 3 მიმდინარე გათამაშების. ამით „ბაიერნმა“ საკუთარი რეკორდი განაახლა… მანამდე კი საუკეთესო მაჩვენებელი „ბარსელონას“ ჰქონდა, რომელმაც 2002-2003 წლების სეზონში ზედიზედ 11 სალიგო მატჩი მოიგო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩათვლით, უეფა...
აქეთ რეალი, იქით – ბარსა
„დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, თიხნარის მეფედ წოდებულმა რაფა ნადალმა განაცხადა, რომ მის ოჯახში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ გუნდებს გულშემატკივრობენ. თუმცა, ეს ოჯახურ ჰარმონიას ხელს არ უშლის. „მამაჩემი და მთელი ჩემი ოჯახი ყოველთვის მადრიდისტა იყო, მაგრამ როდესაც ბიძაჩემი, მიგელ ანხელ ნადალი „ბარსელონაში“ თამაშობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მას ვგულშემატკივრობდით. როდესაც მალიორკაზე დაბრუნდა, ჩვენ გავიყავით, ნაწილმა „ბარსელონას“ ქომაგობა...
უნდოდათ ტიაგო, მიიღეს რაფა
სატრანსფერო დედლაინის ანუ ფეხბურთელთა ყიდვა-გაყიდვის ბოლო დღეს „პარი სენ ჟერმენმა” 27 წლის რაფინია ალკანტარა შეიძინა. არადა, როგორც ირკვევა, შეიხთა კლუბი სინამდვილეში მისი უფროსი ძმის, 29 წლის ტიაგო ალკანტარას შეძენით ყოფილა დაინტერესებული. ამის შესახებ „ფრანს ფუტბოლთან” ინტერვიუში მათმა მამამ, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მაზინიომ ილაპარაკა. „ფიორენტინაში”, „ვალენსიაში” და კიდევ მრავალ კლუბში ნათამაშევმა ბრაზილიელმა თქვა: „მე „პარი...
არჩევნები შობა-ახალი წლის შემდეგ ჩატარდება
„ბარსელონას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კარლეს ტუსკეტსმა თქვა, რომ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები შობაა-ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ ჩატარდება. მოგეხსენებათ, კათოლიკურ სამყაროში შობა 25 დეკემბერსაა. კანონის თანახმად, „ბარსამ” არჩევნები წინა პრეზიდენტის გადადგომიდან 40-დან 90 დღის ფარგლებში უნდა ჩაატაროს. ჯოზეპ მარია ბარტომეუმ კი თანამდებობა გასულ სამშაბათს, 27 ოქტომბერს დატოვა. ტუსკეტსმა თქვა, რომ დროებითი საბჭო ორშაბათს შეიკრიბა და არჩევნები შობა-ახალი...
დღეს ანსუ ფატის დღეობაა…
„ბარსას” თავკაცმა რონალდ კუმანმა „ალავესთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ანსუ ფატისთან სერიზული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მან ყმაწვილ თავდამსხმელს აუხსნა, თუ რა აქვს გამოსასწორებელი. ანსუ დღეს, შაბათს, 31 ოქტომბერს, 18 წლისა ხდება. კუმანს ჰკითხეს, რა რჩევა მისცა მან ამომავალ ვარსკვლავს დღეობაზე საჩუქრად. „მას რასაკვირველია მუყაითობა და ოსტატობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღების...
ამდენი მესის არასდროს ურბენია
საყოველთაო აზრით, ახალ სეზონში, „ბარსელონამ” საუკეთესო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ტურინში, „იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარა. „ბარსამ” მოიგო 2:0. მეორე გოლი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა. ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი სთხოვეს დიდ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს. მან ყურადღება არგენტინელი ვარსკვლავის მონდომებაზე გაამახვილა: „ამ შეხვედრაში მე ვიხილე სუპერ-დინამიკური და აგრესიული „ბარსა”. ეს თვისებები დაემატა იმ თამაშის ხარისხს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის...
იშტაზე მოსული ბარსა და სამჯერ VAR-ი მორატას
„ბარსელონამ” პოსტ-ბარტომეუს ეპოქა ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში „იუვენტუსთან” ისტორიული გამარჯვებით დაიწყო: კატალონიის დედაქალაქის გუნდს ტურინში აქამდე არასდროს მოუგია. „ბარსამ” იძალა 2:0. პირველი გოლი ოსმან დემბელემ შეაგდო, მეორე კი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა. მესიმ ბოლო მატჩებთან შედარებით შესანიშნავად ითამაშა — ეტყობა, ჟოზეპ მარია ბარტომეუს თანამდებობიდან წასვლით იყო ფრთაშეხმული. ამრიგად, მართალია, ლა ლიგაში „ბლაუგრანას” ერთი-ორჯერ ფეხი დაუცდა,...
პიკე ბარსადან წავა, თუ…
გასულ კვირაში „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟერარ პიკემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლამდეა გათვლილი. ამის მიუხედავად, 33 წლის მცველს უკვე მომავალი ზაფხულიდან მოყოლებული, უფლება აქვს, ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს კლუბი. სამაგიერო პირობა კლუბმაც დაუთქვა: „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში პიკემ ან საფეხბურთო კარიერა უნდა დაასრულოს, ანაც მხოლოდ ევროპის საზღვრებს გარეთ ითამაშოს.









