ჟოზეპ მარია ბარტომეუ „ბარსელონას” პრეზიდენტი აღარ არის. სამშაბათს გაიმართა კლუბის დირექტორატის კრება, სადაც ბარტომეუმ და სხვა დირექტორებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით გადამდგარიყვნენ, სანამ უნდობლობის ვოტუმის წინაშე დააყენებდნენ. ბარტომეუ და დირექტორატი ბოლო წუთამდე ცდილობდნენ კატალონიის მთავრობაზე ზემოქმედება მოეხდინათ და მოსალოდნელი რეფერენდუმი გადაეთქმევინებინათ. როგორც ჩანს, საბოლოოდ, ბარტომეუმ და დირექტორატმა დაინახეს, რომ საქმე წაგებული იყო და თავად დაასწრეს მოვლენებს....
ჭდე: ბარსელონა
ბარსელონა აუდიო ჩანაწერებს ითხოვს
კატალონიაში ვნებები არ ცხრება. „ბარსელონა” კვლავ ვერ ეგუება შაბათს, „ელ კლასიკოში”, მის კარში დანიშნულ პენალტს. შეგახსენებთ, რომ „კამპ ნოუზე” „რეალმა” „ბარსას” 3:1 მოუგო, ხოლო პენალტი, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ მაშინ დანიშნა, როდესაც ანგარიში იყო 1:1. მუნუერამ გადაწყვეტილება ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მიიღო. მას მერე კატალონიური პრესა ეპიზოდს და მსაჯს უტრიალებს. დღეს,...
რონალდუმ ისევ კორონა ჩააბარა
კირონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა უკვე მეორედ აჩვენა, რომ კრიშტიანუ რონალდუ დავირუსებულია. ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა მეგოლემ „ვერონასთან“ მატჩი გამოტოვა, თუმც მზადებას ინდივიდუალურად აგრძელებს. ყველაფრის მიუხედავად, კრიშს კიდევ რჩება შანსი, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშოს. საამისოდ მან მატჩამდე ერთი დღით ადრე, სამშაბათს კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს და უარყოფითი პასუხი მიიღოს.
კატალონიაში მტერზე ცნობებს აგროვებენ
„ბარსელონა” „რეალთან” ელ კლასიკოში შინ 1:3 დამარცხდა და წაგება მსაჯს დააბრალა, მსაჯი კი გახლდათ ხუან მარტინეს მუნუერა, რომლის შესახებ კატალონიელებმა ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. თურმე საქმე იმაზე რთულად ყოფილა, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ჩანს. „ბლაუგრანას” ხუან მარტინეს მუნუერასთან ძველი ანგარიშებიც ჰქონია. ბარსელონაში ამბობენ, რომ ბენიდორმელმა (პატარა ქალაქია ალიკანტეს პროვინციაში) რეფერიმ მათ შარშან თასზეც ცუდად უმსაჯა და სუპერთასზეც....
კუმანი ყველაფერს VAR-ს აბრალებს
ეს იყო „რეალის” ზედიზედ მეორე გამარჯვება „ელ კლასიკოში”. მადრიდელებმა ბარსელონელებს მათსავე, ოღონდ უმაყურებლო მოედანზე მოუგეს 3:1. მეორე გოლი (როდესაც ანგარიში იყო 1:1) „თეთრებმა” პენალტით გაიტანეს. ხალხის ნაწილის აზრით პენალტი საეჭვო იყო, თუმცა იმის უარყოფა, რომ კლემენტ ლენგლე სერხიო რამოსს მაისურზე ქაჩავდა, ძნელია. მაშ, რატომ არ იყო პენალტი? ვინ იცის, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ რამოსმა გააფორმა....
სხვა იყო, როდესაც მოედანზე კრიშტიანუ გამოდიოდა
შემდეგ ოთხშაბათს „ბარსელონა” „იუვენტუსს” ხვდება. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია, რომელშიც, წესით, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ კვლავ უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ვაგლახ, რონელდუს კორონა ვირუსი სჭირს. დღეს კი ესპანეთში „ელ კლასიკოა”, რომელის ფარგლებშიც არგენტინელი და პორტუგალიელი არაერთხელ შებრძოლებიან ერთმანეთს და მათ დუელს მთელი მსოფლიო შეჰყურებდა. „ელ კლასიკოს” წინ DZAN-მა მესის ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მისი და რონალდუს...
პიკეს მესიჯი ლეოსადმი
ჟერარდ პიკემ La Vanguardia-თვის მიცემულ ინტერვიუში მრავალ საკითხთან ერთად ლეო მესის სატრანსფერო თავგადასავალზეც ილაპარაკა. ვეტერანმა მოყვა, თუ რა მისწერა არგენტინელ თანაგუნდელს ზაფხულის ცხელ, რთულ დღეებში. ფეხბურთის მოყვარულს ალბათ არ სჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ მესიმ „ბარსელონას” ოფისში ბუროფაქსი გააგზავნა, სადაც სხვა კლუბში გადასვლის ნებართვა ითხოვა. საბოლოოდ, მესის „კამპ ნოუზე” დარჩენა აიძულეს, რასაც წინ დიდი...
კამაჩო ზიდანზე, რამოსსა და ბაიერნზე
„რეალის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო ფიქრობს, რომ თუნდაც შაბათს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში”, მადრიდელებმა „ბარსელონასთან” წააგონ, ზინედინ ზიდანს თანამდებობიდან მაინც არ მოხსნიან. „ლოს ბლანკოსს” ცუდი პერიოდი უდგას. წინა უქმეებზე, ლა ლიგაში, ესპანეთის ჩემპიონმა შინ, „კადისთან” წააგო 0:1, შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაში, „შახტარისგან” იგემა 2:3. „თეთრები” დონეცკის გუნდსაც შინ შეხვდნენ. ამის მიუხედავად, კამაჩო...
კორონა რონალდუს არ ეშვება
„იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. საქმე ისაა, რომ მას განმეორებითი ტესტირებისას კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი დაუდასტურდა. უეფას რეგულაციების თანახმად კი ფეხბურთელმა მატჩამდე ერთი კვირით ადრე უნდა წარადგინოს ცნობა, უარყოფითი ტესტის შესახებ (მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება ტურინში). ახლა კი შინ ყოფნა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს კორონავირუსი 13...
ქალაქი მეტია ვიდრე კლუბი?
„როდესაც ანსუ მირბის, მასში არის რაღაც გაზელის. ის ჰგავს ახალგაზრდა, შავ, ქუჩის ნარკომოვაჭრეს პასეიჯ დე გრასიაზე რომ გარბის, ვიღაც კი ეძახის „წყალი”, „წყალი”, რაც გაფრთხილებაა და იმას ნიშნავს, რომ პოლიცია უახლოვდება. ეს არის ჯუნგლები ქალაქის გულში. ეს დღეს არ დაწყებულა, რადგან ბარსელონის მერისთვის ადა კოლაუსთვის დამნაშავე პოლიციაა და არა ქუჩის ნარკომოვაჭრეები, რომელთაც გაქცევა აღარ სჭირდებათ....









