„ბარსელონას” მწვრთნელი რონალდ კუმანი ჩემპიონთა ლიგაში „ფერენცვაროშთან” 5:1 გამარჯვებით ბუნებრივია კმაყოფილი იყო. „როდესაც თამაშს მოიგებ, სამ ქულას მოიპოვებ და ხუთ გოლს გაიტან, რასაკვირველია კმაყოფილი დარჩები”, — თქვა კატალონიური გუნდის ჰოლანდიელმა თავკაცმა, თუმცა, შემდეგ, ოდნავ უფრო ღრმად შეეხო მატჩის დეტალებს. კუმანი: „ვფიქრობ, შესვენების შემდეგ 25 წუთის განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მატჩის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც ვითიშებოდით...
ჭდე: ბარსელონა
ბარსელონაში დიდი კრიზისი მწიფდება
ხვალ, ოთხშაბათს, „ბარსელონას” ფეხბურთელები მოლაპარაკებებს არ დაესწრებიან, არადა ნათქვამი იყო, რომ უნდა შეკრებილიყვნენ კლუბის წარმომადგენელი, მშრომელთა კომიტეტი და პირველი გუნდის წევრები. კლუბი აპირებს წამოჭრას ხელფასების შემცირების საკითხი, რადგან 2020-21 წლების სეზონში მოსალოდნელია შემოსავლის შემცირება. როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, შესამცირებელი თანხა 170 მილიონი ევროს ტოლია. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა” შეიტყო, თუ რატომ არ დაესწრებიან მოლაპარაკებას ფეხბურთელები. უპირველეს...
კუმანის პირველი მარცხი
„ბარსელონამ” რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველად წააგო — შეხვედრის ერთადერთი გოლი მადრიდში, სტადიონ „კოლისეუმ ალფონსო პერესზე”, „ხეტაფეს” თავდამსხმელმა ხაიმე მატამ პენალტით გაიტანა. ანგარიში ანგარიშად, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის იყო, რომ „ბლაუგრანამ” მისთვის სასურველ თამაშის რიტმს ვერა და ვერ მიაღწია. „ბარსელონას” შემადგენლობაში თვალშისაცემი იყო რამდენიმე ცვლილება. მაგალითად, პედრის მხარდამხარ, პირველად ითამაშა ოსმან დემბელემ, ხოლო დაცვის მარცხენა...
რონალდუ: ჩამსვით კარანტინში
თუკი ჯანდაცვის ორგანოები ნებას დართავენ, კრიშტიანუ რონალდუ უკვე ხვალ ჩაფრინდება იტალიაში და გადავა კარანტინში ტურინის „იუვენტუსის“ ბაზაზე. მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა სკანდალით დატოვა კლუბის ბაზა და ნაკრების დასახმარებლად გაფრინდა. ამის შემდეგ პორტუგალიელის კოვიდ-ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა, მაგრამ ეს განაჩენი არ არის. პორტუგალიური 14-დღიანისგან განსხვავებით, იტალიური სამედიცინო პროტოკოლი 10-დღიან კარანტინს ითვალისწინებს. ასეთ პირობებში კრიშტიანუ მოასწრებს მატჩამდე 72 საათით...
ტიტულებს გვარდიოლა კი არა, მესი იგებდა!
ფელიქს მაგათი წარსულში ჩინებული გერმანელი ფეხბურთელი გახლდათ, შემდეგ კი მწვრთნელობას მოჰკიდა ხელი. ის სათავეში ედგა „შტუტგარტს”, „ბაიერნს”, „აინტრახტს”, „შალკეს” (სადაც ქართველ ფეხბურთელებთანაც იმუშავა), „ვოლფსბურგს” და პრემიერლიგის „ფულემსაც” კი. მაგათი წლების მანძილზე გამოირჩეოდა მკვახესიტყვაობით. ის არასდროს ერიდებოდა ფეხბურთელების და კოლეგების კრიტიკას. „შპორტ ბილდთან” ინტერვიუში 67 წლის მაგათი პეპ გვარდიოლასაც გადასწვდა: — „ბარსელონაში” ტიტულებს გვარდიოლა კი არა,...
აზარი – 90 მილიონით ნაკლები
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, ბელგიელი ედენ აზარის ფასი ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019-ის ივნისამდე მისი სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იყო, მაშინ ის ლონდონის „ჩელსიში“ თამაშობდა, . შემდეგ აზარმა „სამეფო კლუბს“ მიაშურა და… მადრიდში ედენი პრობლემებსა და ტრავმებს შეეტაკა. ფაქტობრივად, მაღალ დონეზე აღარც უთამაშია. მისმა ფასმა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა: ჯერ 120 მილიონი გახდა,...
რა უთხრა მესიმ კუმანს და კუმანმა სუარესს
„ბარსელონას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჰოლანდიურ NOS-თან საუბარში გააანალიზა კატალონიის დედაქალაქში გატარებული პირველი პერიოდი და, რასაკვირველია, ლეო მესისა და ლუის სუარესის სატრანსფერო თავგადასავლებზეც ილაპარაკა. „როდესაც „ბარსელონასთან” კონტრაქტს მოვაწერე ხელი, პირველი რაც გავაკეთე მესისთან შინ სტუმრობა იყო. ის კლუბით აშკარად უკმაყოფილო დამხვდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენმა საუბარმა შედეგი გამოიღო. მან მითხრა „კარგი, მე გავაკეთებ რაც საჭიროა” და მას...
ცალკე გადი და მარტო იყავი…
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ურუგვაიმ ჩილეს 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა პენალტი შეაგდო, მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გაიხსენა სექტემბერში, „ბარსელონადან” „ატლეტიკოში” გადასვლის ამბავი, რაც მისთვის იმდენად ემოციური იყო, რომ საჯაროდ ცრემლიც კი წამოუვიდა. — „ბარსელონაში” ექვსი წელიწადი გავატარე და დარწმუნებული ვარ, ჩემთან ცვლილებების შესახებ დალაპარაკება სხვა გზითაც შეიძლებოდა. ისინი...
ბართომეუს განაჩენი გამოუტანეს: წადი!
„ბარსელონაში“ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს კარიერა, ფაქტობრივად, დასრულდა. უნდობლობის ვოტუმის კომისიამ შეგროვილი ხელმოწერები გადაამოწმა და დაასკვნა: 20 687 ხელმოწერიდან 18 090-ს ნამდვილობა დადასტურებულ იქნა. არადა, უნდობლობის რეფერენდუმის გამოსაცხადებლად სულ 16 521 ხელმომწერი იყო საჭირო. საზოგადოებას ეს ინფორმაცია „ბარსას“ დირექტორთა საბჭოს წევრმა და საპროტესტო მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ჟორდი ფატემ მიაწოდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, რეფერენდუმი არ გახდება საჭირო...
მორჩა ბაზარი!
„რეალი” ევროპულ სუპერკლუბებს შორის ერთადერთია, რომელმაც წლეულს სატრანსფერო ბაზარზე ცენტიც არ დახარჯა. როგორც ჩანს მიზანი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ფინანსური მოძლიერება იყო — მადრიდელებმა ყიდვით არავინ იყიდეს, გაყიდვით კი იცოცხლე. აშრაფ ჰაკიმის, ოსკარ როდრიგესის, სერხიო რეგუილონის და ხამეს როდრიგესის გასხვისებამ „სანტიაგო ბერნაბეუზე” 100 მილიონ ევროზე მეტი მოიტანა, გარეთ ბეილის „ტოტენჰემში” იჯარით გაშვებამ კი მისი უზარმაზარი ხელფასის...









