მსოფლიოს ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჰოლანდიელი კოლეგა რონალდ კუმანი გააკრიტიკა. 51 წლის დეშამმა „ბარსელონას” 57 წლის თავკაცს ანტუან გრიზმანის გამო უსაყვედურა. გრიზმანი, მოგეხსენებათ, „ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელია. დეშამმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „გრიზმანი „ბარსელონაში” თავისი პოზიციით კმაყოფილი არ არის, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ მე კლუბების საქმეებში ცხვირს არასდროს ვყოფ და არავის ვასწავლი...
ჭდე: ბარსელონა
ბაზარი აღარაა
ბოლო 40 წელიწადში პირველად მოხდა, რომ მადრიდის „რეალმა“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელი არ შეიძნა. ეს რაც შეეხება ტრანსფერს, თორემ გუნდს დაუბრუნდნენ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები: მეკარე ანდრეი ლუნინი (ოვიედო), მცველი ალვარო ოდრიოსოლა (ბაიერნი) და ნახევარმცველი მარტინ ოდეგორი (სოსიედადი). „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონია. მადრიდელებმა უშუალო კონკურენტ „ბარსელონას“ ხუთი ქულით აჯობეს. „სამეფო კლუბი“ ლა ლიგას ახლაც ლიდერობს – ზინედინ...
ანსუ: სევილიელი სევილიის წინააღმდეგ
დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 17 წლის ანსუ ფატი „ბარსელონას“ შემადგენლობაში „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშებს. „სევილია“ კი ის კლუბია, რომლის ბავშვთა გუნდში ანსუმ 2010-12 წლებში, თითქმის წელიწადნახევარი აგორა ბურთი. ის, იქ ადამიანად და ფეხბურთელად ყალიბდებოდა. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე ისტორია, რომელთაც ანსუ ფატის ცხოვრებაში გარკვეული როლი ითამაშეს. რამდენი წლისაა ეს...
მესისთვის ფილტვებს ჟანგბადისგან დავიცლი
სერჟინიო დესტმა „ბარსელონას” ოფიციალურ არხზე ესპანურ კლუბში ტრანსფერის წინა პერიოდზე ილაპარაკა. „აიაქსის” ყოფილმა მარჯვენა მცველმა ახალი კლუბისთვის აღმატებული სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ ბედნიერია, რადგან ამიერიდან მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ ითამაშებს. „ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, არაჩვეულებრივია. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში დიდი პატივია. ამას ჰქვია ახდენილი ოცნება. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მსოფლიოს...
ეს ის ბარსა აღარ არის
„ბარსელონაში” რაღაც შეიცვალა. გუნდი გაცოცხლდა, იბრძვის და მოწყურებულია გამარჯვებას. „ბლაუგრანას” ვიგოში „სელტა” 2015 წლიდან არ დაემარცხებინა და ინებეთ: 3:0. კატალონიელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ რონალდ კუმანი გალისიაში იმავე შემადგენლობას ათამაშებდა, რომელმაც წინა ტურში „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. სტუმრების ენთუზიაზმს ვერც ავდარმა შეუშალა ხელი. პირველი მომენტი ანტუან გრიზმანს ჰქონდა. მან გაუჩერებლად დაარტყა მსპინძელთა კარში, მაგრამ ააცილა. მეორე მომენტი...
მესი: ყველაფერს ბარსელონასთვის ვაკეთებდი
მას მერე, რაც „ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვიტა, ლეო მესის ინტერვიუ აღარ მიუცია და აი, ის კატალონიურ „სპორტს” ელაპარაკა. სრული ინტერვიუ დღეს დაიბეჭდება და ესპანეთში, ჯიხურებში გაიყიდება, აქ კი ამონარიდებს გთავაზობთ. ერთად „ამდენი აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ მინდა ყველაფერს წერტილი დავუსვა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვირწმუნოთ, რომ საუკეთესო დროება წინ არის”. შეცდომები „პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ყველა შეცდომაზე, თუკი...
ბართომეუს ბოლო საათები?
ამ დროის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და მმართველთა საბჭოს დანარჩენი წევრები გადადგომას განიხილავენ. როგორც იცით, ამჟამად „ბლაუგრანას“ ბორდის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს, რომელიც დღეს ახალ ეტაპზე გადავა. „ბარსა“ შეგროვილი ხელმოწერების ვალიდურობას გადაამოწმებს. შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრებმა გააქტურება ბოლო პერიოდში კლუბში მომხდარი უამრავი უსამართლობის ფონზე გადაწყვიტეს.
ცამეტი
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია… უნაი ემერი მწვრთნელის რანგში მეცამეტედ ეწვია „კამპ ნოუს“ და მეცამეტე მარცხი იწვნია. ეს მოხდა ლა ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში – ემერის „ვილიარეალი“ 0:4 განადგურდა „ბარსელონასთან“. ემერი „ვილიარეალს“ სათავეში ამ ზაფხულს ჩაუდგა, თუმც აქამდე „კამპ ნოუზე“ ლონდონის „არსენალის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „სევილიას“, „ვალენსიას“, „ალმერიასა“ და „ლორკა დეპორტივოს“ ჩაყვანა მოუხდა. ყველა შემთხვევაში ემერის...
ვარსკვლავები ღირსებაზე ალაპარაკდნენ
ლეო მესის ნეიმარი, დანი ალვეში და სამუელ ეტო’ო შეუერთდნენ — ისე მოქცევა, თქვენ რომ ლუის სუარესს მოექეცით, არ შეიძლებაო, უკიჟინებენ ისინი „ბარსელონას”. „ბლაუგრანას” ლეგენდებმა თავიანთი აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 33 წლის ურუგვაელი ცივად დაითხოვა, კლუბმა კი ის კონკურენტ „ატლეტიკოს” 6 მილიონ ევროდ მიჰყიდა. მეგობრის გაგდების გამო მესიმ „ბარსელონას” გასაგონად...
ბარსა მარტინესს ბოლოჯერ შეუტევს
ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ არ კარგავს იმედს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მაინც მოახერხებს მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გადაბირებას. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ბლაუგრანა“ ბოლოჯერ შეეცდება 23 წლის არგენტინელის ხელში ჩაგდებას. არადა, კლუბები უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლა გადამწყვეტი მომენტია. ესპანური მედია იმასაც წერს, რომ „ბარსელონას“ ახლა სურს არგენტინელის გადაბირება, რადგან გუნდი ხუთმა...









