მსოფლიოს ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჰოლანდიელი კოლეგა რონალდ კუმანი გააკრიტიკა. 51 წლის დეშამმა „ბარსელონას” 57 წლის თავკაცს ანტუან გრიზმანის გამო უსაყვედურა. გრიზმანი, მოგეხსენებათ, „ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელია.
დეშამმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „გრიზმანი „ბარსელონაში” თავისი პოზიციით კმაყოფილი არ არის, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ მე კლუბების საქმეებში ცხვირს არასდროს ვყოფ და არავის ვასწავლი თუ, როგორ უნდა გამოიყენონ ჩემი ფეხბურთელები. თუმცა, გრიზმანთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ არ მესმის, რატომ არ ათამაშებენ მას ცენტრში. შუაში ის ხომ გაცილებით ეფექტურია”.
გრიზმანი „ბლაუგრანაში” მარჯვენა ფრთაზე გამოდის, რაც დეშამის აზრით შეცდომაა. ფრანგთა თავკაცი ამბობს: „ანტუანი ის კაცი არ არის, რომელიც მოწინააღმდეგეებს ფლანგზე გაიტყუებს”.
„ბარსელონას” ბოლო მატჩი „სევილიასთან” ჰქონდა, რომელშიც გრიზმანმა კვლავ მარჯვენა ფრთაზე ითამაშა, მაგრამ ვერც ზოგადად ივარგა და ვერც საგოლე მომენტები გამოიყენა. მატჩის შემდეგ კუმანმა ფრანგი გააკრიტიკა. მან თქვა:
„მას ორი საგოლე მომენტი ჰქონდა და ვერ გამოიყენა. არადა, მისი დონის მოთამაშეს გოლის გატანა მართებდა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
