„ბარსელონაში“ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს კარიერა, ფაქტობრივად, დასრულდა.უნდობლობის ვოტუმის კომისიამ შეგროვილი ხელმოწერები გადაამოწმა და დაასკვნა: 20 687 ხელმოწერიდან 18 090-ს ნამდვილობა დადასტურებულ იქნა.
არადა, უნდობლობის რეფერენდუმის გამოსაცხადებლად სულ 16 521 ხელმომწერი იყო საჭირო. საზოგადოებას ეს ინფორმაცია „ბარსას“ დირექტორთა საბჭოს წევრმა და საპროტესტო მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ჟორდი ფატემ მიაწოდა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, რეფერენდუმი არ გახდება საჭირო და ბართომეოს მიმართა: “აჯობებს, ამ პროცედურამდე არ მივიდეთ და გადადგეთ, რაც არჩევნების მოკლე ვადებში დანიშნვის საშუალებას მოგვცემს“.
ბართომეუ, ალბათ, ზედმეტი თავსლაფის გარეშე წავა. კლუბის წევრთა რაოდენობა წლიდან წლამდე კი იზრდება, მაგრამ ბართომეუმ სარეკორდოდ ბევრი ადამიანი აიმხედრა. ინფორმაციისთვის: 2008 წელს ჟოან ლაპორტას გადასაყენებლად 9145 ხმა მოგროვდა, 1998-ში კი ხოსეპ ნუნიესის პრეზიდენტობას წერტილი 5664 პროტესტანტმა დაუსვა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
