„ბარსელონაში“ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს კარიერა, ფაქტობრივად, დასრულდა. უნდობლობის ვოტუმის კომისიამ შეგროვილი ხელმოწერები გადაამოწმა და დაასკვნა: 20 687 ხელმოწერიდან 18 090-ს ნამდვილობა დადასტურებულ იქნა. არადა, უნდობლობის რეფერენდუმის გამოსაცხადებლად სულ 16 521 ხელმომწერი იყო საჭირო. საზოგადოებას ეს ინფორმაცია „ბარსას“ დირექტორთა საბჭოს წევრმა და საპროტესტო მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ჟორდი ფატემ მიაწოდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, რეფერენდუმი არ გახდება საჭირო...
