„ისევ ვერ მოვიგეთ!” — ასე იწყებს თავის მიმოხილვას „შპორტბილდი”. წუხელ, კიოლნში, მთელ რიგ პოზიციებზე ახლებურად დაკომპლექტებულმა გერმანიის ნაკრებმა თურქეთის ეროვნულ გუნდთან 3:3 ითამაშა. პირველი ტაიმი გერმანელებმა 1:0 მოიგეს, მეორეში კი თურქეთმა გაათანაბრა და გახურდა აქეთ-იქით თითოს შეგდება, სანამ 3:3 არ გახდა.
თურქებმა ბოლო გოლი 90+4 წუთზე გაიტანეს.
„ჩვენ თურქებს გოლის გასატანად ვეპატიჟებოდით, — გაწბილებული იყო მატჩის შემდეგ გერმანელების დროებითი კაპიტანი და პირველი გოლის ავტორი იულიან დრაქსლერი, — როდესაც 2:1-ს იგებ, ვალდებული ხარ საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა ითამაშო. ჩვენ სწორედ ეს ვერ მოვახერხეთ, რაც ძალიან საწყენია”.
ბუნდესმანშაფტის მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ტელეკომპანია RTL-ს უთხრა: „ისევ ბოლო წუთზე. ამიტომ ვართ გულგატეხილები და ჩაფსმულები”.
„ბილდის” ფურცლებიდან კი თავის ნაკრებს გერმანელთა ვეტერანმა და საპატიო კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა არ მოაკლო კრიტიკა:
„გერმანიამ ახლა უკვე მეხუთედ გაანიავა უპირატესობა. თურქეთთან გუნდმა ეს ერთ თამაშში სამჯერ მოახერხა. გამარჯვება კვლავ ლიოვის დაშვებული ტაქტიკური შეცდომების გამო ვერ მოვიპოვეთ. გაოცება მიპყრობს, როდესაც ვხედავ, რომ ნიკო შულცის დონის ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში სათადარიგოთა სკამებზე სხედან. ამიტომაც აღარავინ რთავს გერმანიაში ტელევიზორს ფეხბურთის საყყურებლად”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
