აქეთ რეალი, იქით – ბარსა

Home აქეთურ-იქითური აქეთ რეალი, იქით – ბარსა
აქეთ რეალი, იქით – ბარსა

„დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, თიხნარის მეფედ წოდებულმა რაფა ნადალმა განაცხადა, რომ მის ოჯახში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ გუნდებს გულშემატკივრობენ. თუმცა, ეს ოჯახურ ჰარმონიას ხელს არ უშლის.

„მამაჩემი და მთელი ჩემი ოჯახი ყოველთვის მადრიდისტა იყო, მაგრამ როდესაც ბიძაჩემი, მიგელ ანხელ ნადალი „ბარსელონაში“ თამაშობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მას ვგულშემატკივრობდით. როდესაც მალიორკაზე დაბრუნდა, ჩვენ გავიყავით, ნაწილმა „ბარსელონას“ ქომაგობა განაგრძო, უმეტესობა კი „რეალისკენ“ გადავიდა“, – თქვა ესპანელმა ჩოგბურთელმა.

Rafael Nadal and Miguel Angel Nadal – Rafael Nadal Fans

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.