„ბარსელონამ” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ფეხბურთელები ხელფასების კორექტირებას დაყაბულდნენ. მიზეზი: covid 19-ის პანდემია. კორექტირება „ბარსელონას” ფიქსირებული ხელფასებიდან 122, ხოლო არაფიქსირებულიდან 50 მილიონ ევროს დაუზოგავს. ფეხბურთელები ხელშეკრულებას ამ დღეებში გაუკეთებენ რატიფიკაციას. კლუბი წერს, რომ ეს შეთანხმება „ბარსას” ეკონომიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხარეები აცნობიერებენ შეთანხმების მნიშვნელობას, რაც მოსალოცი ამბავია” —...
ჭდე: ბარსელონა
გრიზმანის გულწრფელობა
ხორხე ვალდანოს გადაცემაში, „უნივერსო ვალდანო”, ანტუან გრიზმანმა თქვა, რომ ლეო მესი მისმა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. საქმე ეხება იმ ზაფხულს, როდესაც „ბარსელონა” გრიზმანს „ატლეტიკოსგან” ყიდულობდა, მაგრამ ფრანგმა ტრანსფერზე უარი თქვა და ამის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. მაშინ მესი თავის კლუბს გრიზმანის შეძენას სთხოვდა და როდესაც უარის ამბავი გაიგო, განაწყენდა — მე სიტყვა შევაწიე, მან კი უარი მაკადრაო....
ლევან, წადი… პოლიტიკაში
ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი, ვისი პროფესიონალიზმიც სხვებს მაგალითად შეგიძლია დაუსახო. მე რომ მკითხო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ეპოქაში სულ ორი ხელის თითებზე ჩამოითვლება – კალაძეს, ცხადაძეს, ქეცბაიას, არველაძეებს ჩემი პატივისცემა, მაგრამ ეს წერილი სხვებზეა. ეს იმ ბიჭზეა, პირველი ინტერვიუ 25 წლის წინ რომ ჩამოვართვი, „ალანიაში“ ელოდნენ და „ბარსელონაზე“ ოცნებობდა. „ბარსაში“ ვერა, მაგრამ გერმანულ ბუნდესლიგაში კი დატოვა...
ბარსელონას ძალიან ცუდი დღე
როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, საქმე სულ უკან და უკან მიდის. გაზეთის სიტყვებით, „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ბარსელონას” საღამო კომარად ექცა. ბედოვლათურმა გოლმა, რომელიც სტუმრებმა იანიკ კარასკოს გაატანინეს (იხ. ვიდეო) და ჟერარ პიკეს ტრავმამ „ბლაუგრანა” ცხრილში მეათე ადგილზე დასვა და ერთადერთი ცენტრალური მცველის ამარა დატოვა. რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამაზე უარესი? ერთადერთი რაღაც — „ბარსას” შეეძლო კიდევ უფრო დიდი...
დამნაშავე
„დავიღალე, ამ კლუბში ყველას პრობლემა მე ვარ,” — უპასუხა ელ პრატის აეროპორტში დაბრუნებულმა ლეო მესიმ ჟურნალისტებს, რომელთაც მისგან საგადასახადო საკითხებსა და ანტუან გრიზმანის ბიძის ნათქვამზე სურდათ კომენტარის მოსმენა. გრიზმანის ბიძამ ემანუელ ლოპესმა „კამპ ნოუზე” ფრანგი თავდამსხმელის წარუმატებლობებში არგენტინელი დაადანაშაულა. და კიდევ, გეხსომებათ, რომ რამდენიმე დღით ადრე მესის წინააღმდეგ გრიზმანის ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლასტმაც გაილაშქრა. „ბარსას”...
სიტიმ ძალა მოიკრიბა
„მანჩესტერ სიტი” იანვრის სატრანსფერო ბაზრობაზე ლეო მესის ყიდვას აპირებს. გეხსომებათ, რომ ზაფხულის ბაზარზე „სიტი” ძალიან ცდილობდა არგენტინელის გადაბირებას, მაგრამ ვარსკვლავი, „ბარსელონას” შეფებთან იურიდიული დავის შემდეგ, „კამპ ნოუზე” დარჩა. მაშ, ხელახალ მცდელობას რაღა აზრი აქვს? საქმე ის არის, რომ მესი „ბარსელონაში” თავს კომფორტულად მაინც ვეღარ გრძნობს. თან, კატალონიურ კლუბს ფული სჭირდება. „სიტისთვის” მესის ყიდვა იმ მხრივაც...
პედრი: მადლობა რეალს, რომ დამიწუნა
„ბარსელონას” 17 წლის ნახევარმცველი პედრი კატალონიურ რადიო Cadena SER-ს ელაპარაკა. მან თქვა: „თუ თავმდაბლობას დაკარგავ და ის აღარ იქნები, ვინც ბუნებრივად ხარ, ფეხბურთელადაც ვეღარ ივარგებ. ყველაზე მეტ რჩევას მშობლები და ძმა მაძლევენ. ჩემი ძმა ყოველთვის პოულობს ჩემს მოქმედებეებში რაღაც შეცდომას და ეს ძალიან მომწონს, რადგან საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს ვუყენებ”. კატალონიურ რადიოში, „ბარსელონას” ფეხბურთელთან ინტერვიუ...
გვირგვინი სუარესმაც დაიდგა
ლუის სუარესს covid 19 აღმოაჩნდა, რის გამოც ის ხვალ, ბრაზილიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვერ ითამაშებს. გულშემატკივრისთვის, ალბათ, ურუგვაისა და ბრაზილიის შეხვედრაზე არანაკლებ საინტერესოა ესპანეთის ჩემპიონატის შაბათის თამაში სუარესის ახლანდელ და ძველ გუნდებს, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” შორის, რომელშიც თავდამსხმელი აგრეთვე ვერ მიიღებს მონაწილეობას. ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაკრების ორ წევრს, სუარესსა და...
ტერორი ბარსელონაში
ანტუან გრიზმანი კვლავ გამოჩნდა სოციალურ ქსელში. მან დაპოსტა, რომ ლეო მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამის დაწერა „ბარსელონაში” მოთამაშე ფრანგს მისი ყოფილი აგენტის ერიკ ოლატსის სიტყვების გასანეიტრალებლად დასჭირდა. აგრეთვე, გრიზმანმა „ტვიტერზე” დადო ფოტო, სადაც ის და მესი „ბეტისთან” შეხვედრის დროს ერთმანეთს ეხვევიან, გოლს ზეიმობენ. ერთი სიტყვით, მსოფლიოს ჩემპიონმა იგრძნო, რომ ერიკ ოლატსის მიერ „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემული...
ფატი გაჩერდა
„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5:2 კი დაამარცხა, მაგრამ დაკარგა ანსუ ფატი, რომელიც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა და სულ უფრო უკეთ და უკეთ თამასობს. ფატიმ „ბეტისთან“ მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა და ექიმების პირველადი ცნობით, იანვრამდე დასვენება მოუწევს. არადა ფატი შესანიშნავ ფორმაში იყო. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მისი...









