თავიდან იყო ლეო მესის ტრანსფერის ირგვლივ ატეხილი ალიაქოთი; შემდეგ, პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს გადადგომის მოთხოვნა და გადადგომა; ახლა კი ხელფასების შემცირების ამბავია.
ნათქვამი იყო, რომ თუ კლუბი და კლუბის დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა შორის ყველაზე დიდხელფასიანები ფეხბურთელები არიან, გუშინდლამდე საერთო ენას ვერ გამონახავდნენ, ადმინისტრაცია გასამრჯელოებს თვითნებურად შეკვეცდა.
ცხადია, ეს მარტივი საქმე არ არის. კლუბის დაქირავებულ თანამშრომლებს თავადაც შეუძლიათ ჩაეჭიდონ მთელ რიგ იურიდიულ ნიუანსებს და ფეხბურთის თამაშის ნაცვლად სასამართლოში საქმის გარჩევა გაახურონ.
როგორც გაზეთები „მუნდო დეპორტივო” და AS წერენ, ბოლოხანს შემდეგ ოთხშაბათზე დაიწყეს ლაპარაკი. როგორც ჩანს მხარეებს გამწვავება არ უნდათ და დროს იგებენ.
არის მცირე (თუმცა, ვისთვის როგორ) უზუსტობებიც. ადრე ამბობდნენ, რომ კლუბს 170 მილიონი ევროს შეკვეცა სურს, ახლა ამბობენ, რომ ეს თანხა 190 მილიონია.
„მუნდო დეპორტივო” ამბობს, რომ კლუბს თანამშრომლებისთვის ამ თანხის წართმევა კი არ სურს, არამედ პანდემიის გადაგორებას ელოდება და ფულს მერე, თანდათანობით დააბრუნებს.
ყველაფრის მიზეზი კი რასაკვირველია covid 19 გახლავთ, რომელმაც ყველანაირ ეკონომიკას და ბიზნესს, მათ შორის ფეხბურთის კლუბებსაც დაარტყა. მეტსაც გეტყვით, ესპანური მას-მედიის ცნობით, ლეო მესისა და მის მდიდარ თანაგუნდელებს გაზაფხულზე, ხელფასების ნაწილზე თვითონ რომ არ ეთქვათ უარი, „ბარსელონა” იანვარში შესაძლოა გაკოტრების საფრთხის წინაშე დამდგარიყო.
„ბლაუგრანას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსი ამბობს, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა რთულია, მაგრამ გაკოტრება გამორიცხულია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
