როგორც ჩანს, „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი 7 მარტი იქნება. პარასკევს, კატალონიის დედაქალაქში, რამდენიმე შეხვედრისა და თათბირის შემდეგ, გადაწყდა, რომ კოვიდპანდემიის პირობებში არჩევნების 24 იანვარს ჩატარება არ შეიძლება. ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ კლუბისა და კატალონიის მთავრობის წარმომადგენლები. იმავე დღეს, საღამოს საათებში, „ბარსას” პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსი შეხვდა სამ კანდიდატს — ჟოან ლაპორტას, ვიქტორ ფონტსა და...
ჭდე: კარლეს ტუსკეტსი
მესიზე მთქმელს კარგი გამგონი სჭირდება
„ბარსელონას” მმართველი კომიტეტის პრეზიდენტი ანუ ახალი ნამდვილი პრეზიდენტის არჩევამდე კლუბის ხელმძღვანელი, კარლეს ტუსკეტსი იძულებული გახდა ლეო მესის შესახებ თავისი ამასწინდელი ნათქვამი განემარტა. უფრო სწორედ, ტუსკეტსი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ბევრმა მისი ნათქვამი ისე გაიგო, თითქოს ის ზაფხულში არგენტინელის გაყიდვას ითხოვდა. „მე არ მითქვამს, რომ მესის გაყიდვა მსურდა, — თქვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა „რადიო კატალონიის” გადაცემა...
ბარსელონაში ვადა ჰქონდათ დათქმული
თავიდან იყო ლეო მესის ტრანსფერის ირგვლივ ატეხილი ალიაქოთი; შემდეგ, პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს გადადგომის მოთხოვნა და გადადგომა; ახლა კი ხელფასების შემცირების ამბავია. ნათქვამი იყო, რომ თუ კლუბი და კლუბის დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა შორის ყველაზე დიდხელფასიანები ფეხბურთელები არიან, გუშინდლამდე საერთო ენას ვერ გამონახავდნენ, ადმინისტრაცია გასამრჯელოებს თვითნებურად შეკვეცდა. ცხადია, ეს მარტივი საქმე არ არის. კლუბის დაქირავებულ თანამშრომლებს...
არჩევნები შობა-ახალი წლის შემდეგ ჩატარდება
„ბარსელონას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კარლეს ტუსკეტსმა თქვა, რომ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები შობაა-ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ ჩატარდება. მოგეხსენებათ, კათოლიკურ სამყაროში შობა 25 დეკემბერსაა. კანონის თანახმად, „ბარსამ” არჩევნები წინა პრეზიდენტის გადადგომიდან 40-დან 90 დღის ფარგლებში უნდა ჩაატაროს. ჯოზეპ მარია ბარტომეუმ კი თანამდებობა გასულ სამშაბათს, 27 ოქტომბერს დატოვა. ტუსკეტსმა თქვა, რომ დროებითი საბჭო ორშაბათს შეიკრიბა და არჩევნები შობა-ახალი...


