Breaking News

რეკორდმაისტერის ახალი რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში მიუნჰენის „ბაიერნმა“ ავსტრიული „რედ ბული“ 6:2 დაიბრიყვა.

შარშანდელი ტრიუმფალური სეზონიდან მოყოლებული ბავარიელებს ზედიზედ 14 გამარჯვება დაუგროვდათ. აქედან 11 შარშანდელია, კიდევ 3 მიმდინარე გათამაშების. ამით „ბაიერნმა“ საკუთარი რეკორდი განაახლა…

მანამდე კი საუკეთესო მაჩვენებელი „ბარსელონას“ ჰქონდა, რომელმაც 2002-2003 წლების სეზონში ზედიზედ 11 სალიგო მატჩი მოიგო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩათვლით, უეფა კი საკუთარ სტატისტიკაში საკვალიფიკაციო ეტაპების შედეგებს არ ითვალისწინებს. მოკლედ, ჰანსი ფლიკის „ბაიერნის“ მიღწევას კარგა ხანი არაფერი ემუქრება.

RB Salzburg vs Bayern, Pesta 6 Gol Die Roten di Kandang Salzburg Tambah  Rekor Baru di Liga Champions - Fix Palembang

გიორგი ნოზაძე

მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".