კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
დიადზე მაგარი ქართველია!
ჩანაწერი

დიადზე მაგარი ქართველია!

იმედი როგორ არ გვქონდა, მაგრამ როგორ გინდა მართლა უდიადეს ჰაკუჰოსთან მოგება დაგეგმო – მონღოლი გოლიათის კოლექციაში ხომ 40 ტურნირზე მოგებული თასებია. ლევანმა მოიგო და მეთორმეტედაც გამარჯვებული გავიდა დოჰიოდან. ჰაკუჰო მეორედ დამარცხდა და ლევანის კონკურენტი, ფაქტობრივად, აღარც არის. ტოჩინოშინი ძალიან ახლოსაა ტურნირის მოგებასთან. წინ ერთი სერიოზული გამოცდაცაა – ზეგ ლევანი კიდევ ერთ იოკაძუნა კაკურიუს ხვდება და...

პაპარაცებმა გამოიჭირეს
ჩანაწერი

პაპარაცებმა გამოიჭირეს

ალვარო მორატა, რომელიც გასულ ზაფხულს „ჩელსიმ” 65 მილიონ გირვანქად იყიდა, პაპარაცებმა „იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან ერთად მილანში გამოიჭირეს. ესპანელი შარშან „რეალში” ცოტას მათამაშებენო და ლონდონში გაიქცა, მაგრამ პირველი პრემიერლიგური სეზონი ჩაუვარდა და ეტყობა ახლა სერია A-ში ეძებს შვებას. ამბობენ, რომ მორატათი „მილანიც” არის დაინტერესებული, მაგრამ 25 წლის თავდამსხმელს „იუვეში” ორი წარმატებული სეზონი აქვს გატარებული და...

საქმეში მიკიტანი ჩაერია
ჩანაწერი

საქმეში მიკიტანი ჩაერია

„შპორტ ბილდი” წერს, რომ გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ლუკას პოდოლსკი მოლოდინშია — იაპონიაში მის კლუბ „ვისელ კობეს” ანდრეს ინიესტა უნდა შეუერთდეს. ბარსელონაში ლამაზი და ემოციური გაცილებიდან სამ დღის მერე თავად ინიესტამ დადო ინსტაგრამზე ფოტო, სადაც ის კობოს კლუბის შეფთან ჰიროში მიკიტანისთან ერთად თვითმფრინავშია და გეზი ამომავალი მზის ქვეყნისკენ უჭირავს. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სურათს იაპონიის დროშაც...

არგენტინის ნაკრებში რაღაც ხდება
ჩანაწერი

არგენტინის ნაკრებში რაღაც ხდება

სერხიო რომეროს ცოლმა თქვა, რომ მის ქმარს, რომელზეც გუშინ გაცნობეთ რომ დაშავდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს, სინამდვილეში არც ისე ცუდად აქვს საქმე. ორიოდ კვირას თუ წაიმკურნალებს, პირველი თამაშისთვის მზად იქნებაო. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის მძიმე ტრავმის შესახებ თავად არგენტინის ნაკრების ოფიციალური ტვიტერი წერდა: მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მის რუსეთში გამგზავრებას აზრი არ აქვსო. ელიანა...

ესპანეთის საუკეთესო ქართველი ტანკი
ჩანაწერი

ესპანეთის საუკეთესო ქართველი ტანკი

ესპანეთის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ყველაზე ავტორიტეტული და მასშტაბური გამოკითხვა შედგა, რომელმაც წლის საუკეთესო ხუთეული გამოავლინა. თორნიკე შენგელია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე საუკეთესოა სრულიად ესპანეთში. ახლა უმთავრესი: გამოკითხვაში მედია, ქომაგები, მოთამაშეები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ და თითოეულ ამ ჯგუფს კალათბურთელისთვის ხმების 25 პროცენტის მოტანა შეეძლო. თოკო ამომრჩეველთა ოთხივე კატეგორიამ საუკეთესო მძიმე ფორვარდად ცნო და ხმების 100...

კარლო ნეაპოლელი
ჩანაწერი

კარლო ნეაპოლელი

„ნაპოლიში” ასეთი ამბავია: მაურიციო სარი, რომელმაც გუნდი სერია A-ში 91 ქულით მეორე ადგილზე გაიყვანა, „ჩელსისკენ” იყურება — მართალია ოფიციალურად ნეაპოლელთა თავკაცის თანამდებობიდან ჯერ არ გადამდგარა, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ მის ადგილას კარლო ანჩელოტი მივა. ისე, ამ ადგილზე თითქოს ანტონიო კონტეს ელოდნენ, ვითომცდა ლონდონსა და ნეაპოლს შორის მწვრთნელების როქი იქნებაო, მაგრამ ეს ამბავი როგორც ჩანს...

ტოჩიმ თიხაში ჩაარჭო…
ჩანაწერი

ტოჩიმ თიხაში ჩაარჭო…

ვითომც არაფერიო: ლევან გორგაძემ, ანუ ტოჩინოშინმა მავაშში მარცხენა ჩაავლო მეტოქეს და დოჰიოს თიხაში ჩაარჭო! არადა, მეტოქე ყოფილი ოძეკი კოტოსიოგიკუ იყო და აქამდე გამართულ შეხვედრებში ტოჩინოშინი 7:24 აგებდა. ყველაზე საჭირო დროს კი მოუგო! ხვალ ლევანს უმთავრესი გამოცდა ელის. თითო წაგებით კვალში ორი დიადი ჩემპიონი – ჰაკუჰო და კაკურიუ უდგას. ჰოდა, ხვალ სწორედ ჰაკუჰოს უნდა დაეჯახოს. აქამდე...

მინუს რომერო
ჩანაწერი

მინუს რომერო

არგენტინელი მეკარე სერხიო რომერო მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. მიზეზი: მუხლის ტრავმა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერის რუსეთში გამგზავრებას აზრი საერთოდ არ აქვს. ალბისელესტემ ტვიტერზე ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც 31 წლის ფეხბურთელისთვის სამწუხარო ამბავი წერია: „დღეს სერხიო რომეროს მარჯვენა მუხლი დაუშავდა, რის გამოც მას ნაკრების დატოვება მოუწევს”. არგენტინელებს რომეროს გარდა კიდევ ორი მეკარე ჰყავთ გამოძახებული —...

გაზაევი გაუშვეს, კილასონია – მიუშვეს
ჩანაწერი

გაზაევი გაუშვეს, კილასონია – მიუშვეს

მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო – საფეხბურთო კლუბ რუსთავის ხელმძღვანელობამ დროული გადაწყვეტილება მიიღო და ვლადიმერ გაზაევი მწვრთნელის პოსტს ჩამოაშორა. მიმდინარე ჩემპიონატის წინ ზარზეიმით მოყვანილი ვალერიანოვიჩი ვერაფრით შეეწყო ქართული ფეხბურთის ტემპს (თუ კი არსებობს ასეთი რამ) და უსახური შედეგებისა და თამაშის გამო კლუბმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. 4 მოგება,2 ფრე,6 მარცხი, ეგებ არ ჩანდეს კიდეც კატასტროფულად, მაგრამ...

პელეგრინობა ლონდონში
ჩანაწერი

პელეგრინობა ლონდონში

„ვესტ ჰემმა” დაადასტურა, რომ მწვრთნელად „მანჩესტერ სიტის” ყოფილი თავკაცი მანუელ პელეგრინი დანიშნა. შაბათ-კვირას 64 წლის ჩილელი ბრიტანეთში მოლაპარაკებებზე ჩაფრინდა და… დარჩა. ორშაბათ საღამოს პელეგრინიმ და „ჩაქუჩების” შეფებმა ყველა საკითხზე გამონახეს საერთო ენა. სამხრეთამერიკელმა თანამდებობაზე დევიდ მოიესი შეცვალა. მოიესს ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულება კი აღარ გაუფორმეს. მიზეზი: მის ხელში გუნდი მე-13 ადგილზე გავიდა. პელეგრინი...