ჯერ იმას შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტული სუმოს იერარქიაში მეორეა და ბევრი გოლიათი კარიერას ისე ასრულებს, ამ ტიტულს ვერ სწვდება! ლევან გორგაძე შესწვდა! დღეს მისი მეტოქე ტიოტეირიუ იყო. ტერმინებით რომ არ დაგღალოთ, ლევანმა მეტოქეს აუხსნა – უკეთ მოემზადეთ, ყმაწვილო და ივლისის ბაშოზე გამოიარეთო. ოძეკის ტიტულს სუმოს ასოციაცია ანიჭებს და ეს მხოლოდ დროის ამბავია. ახლა დარჩენილ ხუთ...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ესეც, არსენალის მწვრთნელი!
რა მიკელ არტეტა, რის მიკელ არტეტა… უნაი ემერი! აი, ვინ გახდება „არსენალის” ახალი მწვრთნელი და ეს ამბავი დღეს-ხვალ ოფიციალურად გამოცხადდება. არადა, „მეთოფეთა” შეფები გასულ კვირაში თავიანთი გუნდის ყოფილ კაპიტანს შეხვდნენ და ყველაფერზე გაურიგდნენ. ესპანელს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ საქმე მოგვარებული იყო, მაგრამ შაბათ-კვირას ხსენებული შეფები გაიტრუნენ, ორშაბათს კი პარიზი-ლონდონის თვითმფრინავს სხვა ესპანელი, უნაი ემერი ჩამოჰყვა...
ქართული ტრიუმფის ზღვარი
ესეც ცხრა – ტოჩინოშინის მორიგი მსხვერპლი დაეისიო შეიქნა და ქართველი კვლავაც დაუმარცხებელი ლიდერია. თხუთმეტიოდე წლის წინ ვინ იცოდა საქართველოში, რა ხილია სუმო? გაკვალა გზა კოკაიმ (ლევან ცაგურიამ), გაიყოლა კვალში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). ჰოდა, უკვე იმდენად ჩვენი გახდა სპორტის ეს სახეობა, თითოოროლა მოგებას აღარ ვკმარობთ. 30 წლის ლევან გორგაძეს კარიერის საუკეთესო სეზონი...
ცრვენა ზვეზდა ბეწვზე გადარჩა (ვიდეო)
„ცრვენა ზვეზდას” ფეხბურთელები ბეწვზე გადარჩნენ. ისინი ღია ავტობუსით სერბეთის სუპერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდნენ როდესაც ავტობუსი აალდა. ჩემპიონთა თასის ყოფილი მფლობელი ოცდამერვედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ინციდენტამდე „ცრვენა ზვეზდამ” მშობლიურ რაიკო მიტიჩის სტადიონზე, რომელსაც ხალხში „მარაკანას” უფრო ეძახიან, „ვიჟდოვაჩს” მოუგო 5:1 და აღლუმით ქალაქის ჩრდილოეთისკენ დაიძრა. გზა სავსე იყო ფანებით, მაშხალებით და დროშებით. ამბობენ, რომ ხანძარი „ცრვენა ზვეზდას”...
ოქროს ბუცი მესისთან დარჩა
ლეო მესისთვის გასული სეზონი გოლებით უხვი გამოდგა. მან „ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავს მეხუთე „ოქროს ბუცი” და პიჩიჩის ანუ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოუტანა. „ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მესის ერთხანს თითქოს ლივერპულელი მო სალაჰი უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ბარსელონელმა ესპანეთის ჩემპიონატში მაინც ბევრად აჯობა თავის კონკურენტებს. ამდენად, არგენტინელმა უკან ჩამოიტოვა ევროპის სხვადასხვა ლიგების ბომბარდირები და გოლეადორები კრიშტიანუ რონალდუ,...
მეთერთმეტედ!
შვედეთის ნაკრები მეთერთმეტედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. „ტრე კრონორმა” დანიაში გამართულ შეჯიბრებაში ტიტული დაიცვა, თუმცა ეს ერთი შეხედვით მოულოდნელობა არც ყოფილა, რადგან ფინალში მას ფავორიტად მიიჩნევდნენ — მეტოქე, შვეიცარია გახლდათ. და მაინც, გამარჯვება იოლად არ მოსულა. სამი პერიოდის ჯამში თამაში ფრედ 2:2 დასრულდა: პირველი პერიოდი — 1:1, მეორე — 1:1, მესამე — 0:0. გოლი არც ოვერტაიმში...
ჟუ-ჟუნი – მსოფლიოს ქალებს ახალი ჩემპიონი ჰყავთ
ჩინელი დიდოსტატი ჟუ ვენჟუნი ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს მე-17 ჩემპიონია. ტიტული, საჩემპიონო მატჩში, თანამემამულე თან ჟუნს აართვა, როცა 10 პარტიისგან შემდგარ დაპირისპირებაში 5,5:4,5 მოუგო. ვენჟუნმა, აწ უკვე ყოფილ ჩემპიონთან ჭიდილის უფლება შარშან, ფიდეს გრან-პრის მოგებით მოიპოვა და მატჩის დაწყებამდე ფავორიტადაც იყო მიჩნეული. პრეტენდენტს წინა წლის წყენაც ახსოვდა: მსოფლიოს პირველობაზე, რომელსაც თეირანმა უმასპინძლა და 64 მონაწილეს შორის...
მოურინიუ დატროლეს
კვირას, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსისთან” 0:1 წაგების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ჟოზე მოურინუ გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა ინტერნეტში ისე დატროლეს, რომ მან თავისი ინსტაგრამი გააუქმა. პორტუგალიელმა ინსტაგრამის ექაუნთი 2016 წელს გახსნა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაუდგა სათავეში. ის აქტიურად პოსტავდა მუშაობისა და ოჯახური ცხოვრების ფოტოებს. არც მიმდევართა რაოდენობას უჩიოდა — 2,8 მილიონი ადამიანი ჩაკირკიტებდა ცნობილი მწვრთნელის ფოტოებს,...
ვარდი მატრასზე ვის მოუკრეფია?
ჯეიმი ვარდი „ატლეტიკოს” სურს! „ლესტერის” 31 წლის თავდამსხმელი მადრიდელთა სიაში ყოფილა. „მატრასებს” ზაფხულზე ანტუან გრიზმანი წაუვათ — „ბარსელონაში” გადადის — და ავანგარდში მისი შემცვლელი სჭირდებათ. გრიზმანის „კამპ ნოუზე” გადასვლას წინ აღარაფერი უდგას — „ბლაუგრანას” დაახლოებით 102 მილიონი ევრო აქვს ამ საქმისთვის გადადებული და ხელშეკრულებაც უკვე გამზადებულია. „ატლეტიკოს” სავარაუდოდ ფერნანდო ტორესიც დატოვებს. დიეგო სიმეონეს კი თურმე...
პენალტის სკანდალი და ბატების ოჯახი
იმას რაც გერმანიის თასის ფინალში მოხდა, არავინ ელოდა — ძლევამოსილმა „ბაიერნმა” ფრანკფურტის „აინტრახტთან” 1:3 წააგო. ბედის ირონია კი ის გახლავთ, რომ ფრანკფურტელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩია, ბავარიელთა უკვე დანიშნული შემდეგი თავკაცი. ანუ კოვაჩმა მოუგო თავის ხვალინდელ გუნდს, სიტყვა ხვალინდელის ფაქტობრივად პირდაპირი გაგებით. თამაში დრამატული იყო. ბოლო 10 წუთში, როდესაც „აინტრახტი” 2:1-ს იგებდა, მსაჯ ფელიქს ცვაიერს ორჯერ მოუხდა...









