ანტონიო კონტემ „ჩელსის” შეფებს შეუთვალა: ჩემი გაშვებით თქვენ სერიულ გამარჯვებულს დაკარგავთ! კვირას იტალიელის ხელმძღვანელობით „ლურჯებმა” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგეს. მათ ედენ აზარის მიერ 22-ე წუთზე გატანილი პენალტით „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს. ზუსტად ერთი წლის წინ კონტეს „ჩელსი” ინგლისის ჩემპიონიც იყო. არადა უკვე თვეებია ლაპარაკობენ, რომ დამთავრდება თუ არა სეზონი ანტონიო კონტეს „სტემფორდ ბრიჯიდან” გაუშვებენ. იტალიის...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
ტოჩინოშინის მუქთა მეშვიდე
წესით და რიგით, დღეს დილით ლევან გორგაძე, ვისაც ამომავალი მზის ქვეყანაში ტოჩინოშინად უხმობენ, მასავით კომუსუბის ტიტულის მქონე ენდოს უნდა დაჯახებოდა. შეტაკება არ შედგა. ენდოს მიტაკუემისთან გუშინდელ ბრძოლაში მარჯვენა ხელი უღრძვია და დღეს დოჰიოზე გასვლა იუარა. ენდოს უფლება აქვს, თუ ჯანზე მოვიდა, ორშაბათს დაუბრუნდეს ტურნირს, მაგრამ ეგ მისმა ფანკლუბმა იდარდოს. მაისის სუპერტურნირს კი უკვე შვიდიდან შვიდი...
წაუგებელი მარტო ქართველია
დღემდე მაისის სუპერტურნირს სამი სუმოისტი თანალიდერობდა. დღეს დილით ორს ფეხი დაუცდა და ლევან გორგაძე მეწილის გარეშე ექვს დღეში ექვსი მოგებით გალიდერდა. ქართველმა ფალავანმა ზედ დოჰიოს კიდესთან დროულად ჩაუდგა მხარი იუტაკაიამას და კარგად ყოფნა უსურვა – მაყურებლებში თავით გადაუშვა. ხვალ ტოჩინოშინი გამოცდილ ენდოს დაეჯახება, ვისთანაც პირადი ანგარიში 3:3 აქვს. თუმცა, წაგებები უფრო წინა წლებზე მოდის, მარტში...
ანრი ემირეითზე დაიბარეს
„არსენალის” შეფებმა ტიერი ანრის შეხვედრა სთხოვეს. თემა — მწვრთნელის ვაკანსია. თუმცა, ინგლისური პრესის აზრით „მეთოფეთა” მთავარსარდლობის პირველ კანდიდატად მაინც მიკელ არტეტა რჩება. არტეტა, ისევე როგორც ანრი, ყოფილი არსენალელია, მაგრამ ესპანელისგან განსხვავებით ფრანგი ლეგენდაა და მისმა პასუხმა შეიძლება ყველაფერი ყირაზე დააყენოს. ამჟამად ანრი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესს ეხმარება. 2016 წლამდე კი ის ცოტა ხნით „არსენალში” ყმაწვილებს წვრთნიდა....
ტოჩიმ მეხუთე გაიტანა
ქართველ გოლიათს იაპონიაში დაფასება არც აქამდე აკლდა, მაგრამ ბოლო პერიოდის წარმატებებმა სუპერპოპულარული გახადა. ტოკიოს ბაშოს მეხუთე დღეს ლევან გორგაძეს ბევრი არ უწვალია და ძალის ხარჯზე გაიტანა საბრძოლო წრიდან (დოჰიო) დასავლელთა პირველი მაეგაშირა კეისეი. ხუთი დღის შემდეგ ტოჩინოშინის დარად, ორი ფალავანია დაუმარცხებელი. ოძეკის ტიტულის მოსაპოვებლად ლევანს დარჩენილ ათ ჯახში ხუთი მოგებაც ჰყოფნის, მაგრამ მადა ხომ ჭამაში...
გერმანიის ნაკრებში პატიოსანი კაცი არ სჭირდებათ
არ გინდივართ და მეც არ მჭირდებითო, — ასე გამოუვიდა „ბაიერნის” 30 წლის თავდამსხმელ სანდრო ვაგნერს, როდესაც შეიტყო, რომ იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელთა სიაში არ შეიყვანა. ლიოვის მიერ სარუსეთო სიის გამოცხადების მეორე დღეს ვაგნერმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში თამაშს თავს ანებებს. სხვა სიტყვებით, ის ბუნდესმანშაფტს მსოფლიოს ჩემპიონატის მერეც აღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ გერმანელ გულშემატკივარს ყველაზე...
ლევანდოვსკის გაქცევის გეგმა
„სანმა” ექსკლუზიურად დაადგინა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ფარულად შეხვდა თავის აგენტს, ცნობილ პინი ზაჰავის და მასთან „ბაიერნიდან” წასვლის ვარიანტებზე ილაპარაკა. 29 წლის პოლონელმა მიუნხენის გუნდს უკვე შეატყობინა, რომ მიდის, მისი შეძენის მსურველი კი ორია — „ჩელსი” და „რეალი”. „ბაიერნს” ლევანდოვსკის გაშვება არ უნდა, მაგრამ სავარაუდოდ მოუწევს. წესით თავდამსხმელს ბავარიაში კიდევ სამი წელიწადი უნდა გაეტარებინა, მაგრამ „სანის”...
ფრანგმა ფრანგებს საფრანგეთში…
ფინალის ერთ-ერთი მაგარი კადრი იყო დიეგო სიმეონემ რუდი გარსიას რომ ხელი ჩამოართვა, რაღაც გადაულაპარაკა და ფრანგმაც ხელები რომ გაასავსავა. ალბათ, დაახლოებით მსგავსი შინაარსის ფრაზა თქვა, რაცა ვართ ესა ვართო. 3:0 – ცალ კარში თამაში, ნერვების აუტოკებლად, დამაჯერებლად. მადრიდის „ატლეტიკომ“ კატლეტივით შეახრამუნა „მარსელი“. კიდევ ერთხელ მოიგო ევროპა ლიგა და ესპანური საკლუბო ფეხბურთის დომინანტობაც გააგრძელა. ბოლო 15...
იაპონური პრობლემა: შეაჩერეთ ქართველი!
არადა, ზედიზედ მერამდენე ტურნირია ტოჩინოშინად წოდებული ქართველის შეჩერება პრობლემად იქცა. ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს (ტურნირი) მეოთხე დღეს ლევან გორგაძემ მეოთხე გამარჯვება მიტაკუემისთან მოიპოვა, რომელიც ფიზიკური ძალის ხარჯზე განდევნა საბრძოლო წრიდან. დამარცხდა იოკოძუნა კაკურიუ და ახლა ქართველის გარდა წაუგებელი სამი ფალავანიღა დარჩა. ხვალ ლევანი კეისეის დაეჯახება და მათ შორის აქამომდელი ანგარიში 8:7 ქართველის მცირე უპირატესობაზე მეტყველებს....
ლიოვი ფულშიც ჩემპიონია…
ერთი თვეც და რუსეთში მსოფლიოს რჩეული 32 ნაკრები მჯობნის მჯობნის გარკვევას დაიწყებს. ვინაა ის ხალხი, ვინც რჩეულ ნაკრებებს რუსეთის საგზური მოაპოვებინა და რამდენად ადექვატურია მათი შრომის ანაზღაურება? ჰოლანდიურმა ტელეკომპანიამ Zoomiiv TV ჩემპიონატის მონაწილეთა მწვრთნელების ხელფასებზე ინფორმაცია გაავრცელა. პირველ ათეულში რუსთა და ირანელთა დამრიგებლების გამოჩენას თუ არ ჩავთვლით იერარქია დაცულია და გერმანელი იოაჰიმ ლიოვი თავკაცობს, მდიდარ...









