კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
ბასილაშვილმა ჯოკოვიჩზე გაიწია
ჩანაწერი

ბასილაშვილმა ჯოკოვიჩზე გაიწია

რომის “მასტერსი” ერთობ სახელიანი ტურნირია და მასში მონაწილეობაც კი უკვე პატივია. აღარაფერს ვამბობთ საპრიზო თანხაზე – საერთო ფონდი 4 მილიონ ევროს აღემატება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში ცოტა კი გვანერვიულა, მაგრამ ფილიპო ბალდი სამ სეტში – 6:4, 4:6, 6:4 მაინც დაამარცხა. მეორე წრეში ქართველის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. ნოვაკი ის აღარ არის, ყველა სახის საფარზე განურჩევლად...

არის დრო და მომენტი…
ჩანაწერი

არის დრო და მომენტი…

მაურიციო პოჩეტინომ ხვალ-ზეგ, შესაძლოა, „ტოტენჰემი“ დატოვოს… კიდევ რამდენიმე დღეში კი „ჩელსი“ ჩაიბაროს… რა ხდება და როგორ, ეს ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა გაარკვიეს… წინა უქმეებზე „ლესტერთან“ 5:4 მოგებული პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მაურიციო პოჩეტინომ დაიჩივლა, კლუბის უფროსობა ტრანსფერებისთვის ფულს არ გამოდის, ახალი სეზონისთვის ვერ გავძლიერდებით, შესაბამისად კი ჩვენი ამბიციები უფრო მოკრძალებული გახდებაო. არგენტინელმა ტაქტიკოსმა...

ტოჩინოშინი – 500
ჩანაწერი

ტოჩინოშინი – 500

ლევან გორგაძეს სერიოზული შანსი აქვს, ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზევე ოძეკის ტიტული მოიპოვოს, რაც სუმოს იერარქიაში მეორეა. საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს. ტოჩინოშინმა ტურნირამდე გამართულ სპარინგებში დაამტკიცა, რომ ჩინებულ ფორმაშია. იგივე დაადასტურა ტურნირის სტარტმაც. დღეს ლევანმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მან აბი დაამარცხა – ხელში ატატებული გასვა დოჰიოდან. ხვალ ლევანის მეტოქე ტამავაში იქნება, რომელსაც პირად შეხვედრებში...

ტოჩინოშინმა დიადი ჩემპიონი ჟეჟა
ჩანაწერი

ტოჩინოშინმა დიადი ჩემპიონი ჟეჟა

იაპონელები დიად ჩემპიონებს იოკოძუნას უწოდებენ და ეს ხალხი ამომავალი მზის ქვეყანაში ღმერთკაცებად ითვლებიან. ჰოდა, ჩემო ბატონო, ერთ-ერთმა იოკოძუნამ – კისენოსატომ თავად მიაკითხა ლევან გორგაძეს – ტოკიოს ბაშოს (ტურნირის) წინ ვისპარინგოთო. სულ 11-ჯერ შეეჯახნენ გოლიათები და 9-ჯერ გამარჯვებული ქართველი გამოვიდა. მაშინვე დაიწერა, ქართველმა მონღოლი კარგა გვარიანად ჟეჟაო, მაგრამ ასე?! ოფიციალურად გამოცხადდა, რომ იოკოძუნა კისენოსატო მაისის ბაშოს...

ძიუდოს ოჯახში განქორწინებაა
ჩანაწერი

ძიუდოს ოჯახში განქორწინებაა

ძიუდოს ფედერაციამ ყრილობა გამართა. მოხსენებებიც გაკეთდა. სამთავრობო ჩინებიც ესწრებოდნენ, საკანონმდებლოც და სპონსორებიც… კომენტარებიც გაკეთდა მედიისთვის. და ამით რა? ვეჭვობ, ვინმესთვის სიტუაცია უფრო ცხადი გამხდარიყო. ერთადერთი, რაც აშკარაა: კონფლიქტის მხარეები სანახევროდაც არ ამბობენ სიმართლეს. ხომ გამორიცხულია, ნაკრების წევრებს მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გასჩენოდათ ვარაუდები ქევხიშვილის ფინანსური მაქინაციების შესახებ? ანუ, ნაკრები ევროპაზე საპროტესტო განწყობით მონაწილეობდა. ღმერთმა დაგვიფაროს...

ძველ ნევადაში წმინდა პატრიკის დღეს
ჩანაწერი

ძველ ნევადაში წმინდა პატრიკის დღეს

დილით ორიკვირისწინანდელ ამბავს ვუბრუნდებით, სადაც მძიმე წონის ჩემპიონ კორბეტსა და საშუალოწონოსან პრეტენდენტ ფიცსიმონსის დიადი შერკინების წინაპირობები იყო აღწერილი. ამ ჯერზე, ორთაბრძოლის დღის, 1897 წლის 13 მარტის ამბავს მოგითხრობთ, ფიცსისა და კორბეტის დიდ შეყრას აღვწერთ. ეს იყო ნევადაში, ქალაქ კარსონ სიტიში. ის დღე გამოვიდა უღრუბლო, მზიანი და საკმაოდ ცხელი. გაზეთ “ნიუ იორკ უორლდში” ჭიდილის გაშუქება დაევალა განთქმულ მოკრივეს...

ჩინელები ჩინეთში მსოფლიოსთვის იბრძვიან
ჩანაწერი

ჩინელები ჩინეთში მსოფლიოსთვის იბრძვიან

თბილისი, ბათუმი, ბიჭვინთა, თელავი, ბორჯომი, წყალტუბო – ეს არის გზა, რომლითაც გასულ საუკუნეში გლობუსზე ქალთა ჭადრაკის სიმძიმის ცენტრი მოძრაობდა. ერთერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც საბჭოთა საქართველოს გაჰყვა ისტორიაში, ჩვენი ქალების 30 წლიანი საჭადრაკო ჰეგემონია იყო, რა დროსაც კიროვის პარკში მდგარი შენობა გახლდათ ქალთა ჭადრაკის ათვლის წერტილი. სიუ ჟუნმა რომ 1991 წელს მაია ჩიბურდანიძეს მსოფლიო ჩემპიონობა...

მიკიტანი და ინიესტა
ჩანაწერი

მიკიტანი და ინიესტა

ESPN-მა ბრძანა, ანდრეს ინიესტამ აღმოსავლური ვექტორი ოდნავ დააკორექტირა და იაპონურ „ვისელ კობე“- სთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმაო. 33 წლის ესპანელი სამი წლის გასამრჯელოდ 90 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მავანთაგან ჩამოწერილი ფეხბურთელისთვის ურიგო „პენსია“ არ არის. გადამწყვეტი როლი იმას უთამაშია, რომ თურმე „ვისელ კობეს“ პატრონი ხიროში მიკიტანი ბრძანებულა, რომელიც შეთავსებით „ბარსელონას“ სატიტულო სპონსორის – Rakuten-ის დირექტორიც გახლავთ....

სერ ალექსმა თვალი გაახილა და ლაპარაკობს
ჩანაწერი

სერ ალექსმა თვალი გაახილა და ლაპარაკობს

მძიმე ინსულტის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონი გონს მოვიდა და ლაპარაკობს. 76 წლის ლეგენდარული მწვრთნელის მეგობრები ამბობენ, რომ ის წამოჯდა კიდეც და თავისი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით გამოიკითხა. „სანის” ამ ინფორმაციას ჯერჯერობით „მანჩესტერ იუნაიტედი” და ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ სერ ალექსი გასულ შაბათს შინ გახდა ცუდად. მას სასწრაფო გამოუძახეს და სელფორდის სამეფო ჰოსპიტალში წაიყვანეს,...

სუარესი: მსაჯმა რომ არ დამაჯარიმა, გამიკვირდა
ჩანაწერი

სუარესი: მსაჯმა რომ არ დამაჯარიმა, გამიკვირდა

6 მაისის „ელ კლასიკოს” ერთ ერთი მთავარი გმირი და ანტიგმირი „ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გახლდათ. სწორედ სუარესმა გაიტანა მასპინძელთა პირველი გოლი, ხოლო მეორე გოლის ეპიოდში პასი მიაწოდა ლეო მესის, თუმცა მანამდე მეტოქის მცველი რაფაელ ვარანი წააქცია, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია. მატჩის შემდგომ სუარესს ვარანთან ორთაბრძოლის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ჯარიმა იყო, რადგან ვარანი ბურთს...