ლევან გორგაძეს სერიოზული შანსი აქვს, ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზევე ოძეკის ტიტული მოიპოვოს, რაც სუმოს იერარქიაში მეორეა.
საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს. ტოჩინოშინმა ტურნირამდე გამართულ სპარინგებში დაამტკიცა, რომ ჩინებულ ფორმაშია. იგივე დაადასტურა ტურნირის სტარტმაც.
დღეს ლევანმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ამჯერად მან აბი დაამარცხა – ხელში ატატებული გასვა დოჰიოდან. ხვალ ლევანის მეტოქე ტამავაში იქნება, რომელსაც პირად შეხვედრებში 12:4 უგებს.
დღევანდელი გამარჯვება ქართველისთვის მე-500 იყო. ოძეკის ტიტულის მისაღებად ჩვენებურს დარჩენილი 13 შერკინებიდან 8 მოგება სჭირდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
