კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
რა თქვეს მწვრთნელებმა
ჩანაწერი

რა თქვეს მწვრთნელებმა

მაღალი დონის ფეხბურთით, მსაჯის შეცდომებით და ცალკეულ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტებით სავსე „ელ კლასიკოს” (2:2) შემდეგ „ბარსელონასა” „რეალის” მწვრთნელებმა პრეს-კონფერენციაზე თავიანთი აზრი გამოთქვეს. „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე: „შეხვედრის მსველობისას ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო და მათზე მკაფიო წარმოდგენა რომ შევიქმნა გამეორებები უნდა ვნახო. გაძევებული სერხიო რობერტოს ჯარიმაც უცნაური იყო. გამიკვირდა მარსელოს ხელი რომ დაარტყა. ამ მომენტის გამეორებაც...

რეალმა ბურთი აუტში არ გადააგდო
ჩანაწერი

რეალმა ბურთი აუტში არ გადააგდო

ბარსელონაში გამართული „ელ კლასიკოს” (2:2) ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მომენტი მეორე ტაიმში იყო, როდესაც მასპინძელთა ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მოედანზე იწვა, „რეალის” ფეხბურთელებმა კი ბურთი აუტში არ გადააგდეს. სტუმრების ასეთმა უჩვეულო ქცევამ „კამპ ნოუზე” შეკრებილი „ბარსას” გულშემატკივარი აღაშფოთა და თავად ფეხბურთელებშიც ააგორა დაძაბულობის მორიგი ტალღა. „რეალის” გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა კაპიტანმა სერხიო რამოსმა აიღო. მან თქვა: „ლუის სუარესს...

ჰაინკესმა ლევანდოვსკის თითი უქნია (ვიდეო)
ჩანაწერი

ჰაინკესმა ლევანდოვსკის თითი უქნია (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან” მწარე დამარცხების შემდეგ „ბაიერნი” ბუნდესლიგას დაუბრუნდა და კიოლნში 3:1 გაიმარჯვა. ამ ამბავში აღსანიშნავი არაფერი იქნებოდა ერთი ინციდენტი რომ არა: 77-ე წუთზე იუპ ჰაინკესმა რობერტ ლევანდოვსკი შეცვალა — მის ნაცვლად მოედანზე სანდრო ვაგნერი შეიყვანა — განაწყენებულმა ლევანდოვსკიმ კი მოედნიდან გასვლისას მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. უფრო სწორედ, მხოლოდ ჰაინკესის ასისტენტ პეტერ ჰერმანს მიუტყაპუნა...

სერ ალექსი კომაშია
ჩანაწერი

სერ ალექსი კომაშია

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მძიმედაა. მას ინსულტი მოუვიდა და ტვინის სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი 76 წლისაა. ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულია. როგორც ინგლისურმა მას-მედიამ შეიტყო, სერ ალექსი შინ, უილმსლოუში, რომელიც დიდ მანჩესტერში მდებარეობს, ცუდად შეიქნა და 5 მაისს დილის 9 საათზე ოჯახმა სასწრაფო გამოუძახა. შემდეგ სასწრაფომ და პოლიციის ესკორტმა ის სასწრაფოდ...

ესეც თქვენი რეშფორდი
ჩანაწერი

ესეც თქვენი რეშფორდი

ახლა ხომ გაიგეთ, რატომ ვათამაშებ მთელი წელიწადი რომელუ ლუკაკუს და არა მარკუს რეშფორდსო, მრავალმნიშვნელოვნად გაშალა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ხელები „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ — „წითელმა ეშმაკებმა” ბრაიტონში 0:1 წააგეს. ლუკაკუს ტრავმის გამო 20 წლის რეშფორდს ძირითადში მოხვედრის და თავის გამოჩენის იშვიათი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ივარგა. მოურინიუ: „მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე მესმის. მეკითხებიან,...

ჯერარდმა რეინჯერსი მიიღო
ჩანაწერი

ჯერარდმა რეინჯერსი მიიღო

ფაქტი მხარეებმა უკვე დაადასტურეს. კონტრაქტი ოთხწლიანია და სეზონის დასრულებისთანავე ამოქმედდება. საჭიროა იმის შეხსენება, ვინ იყო სტივ ჯერარდი მოედანზე და რა ღვაწლი მიუძღვის „ლივერპულის“ ისტორიაში? „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის ზღაპრული ფინალი შეგახსენოთ? ვინ შემოატრიალა პირველი ტაიმის 0:3? არც ისაა განსამარტი, რას ნიშნავს გლაზგოს „რეინჯერსი“ საკუთრივ შოტლანდიაშიც და ევროპაშიც. ჯერარდი იმ ფეხბურთელთაგანია, კოჭებშივე რომ ეტყობოდა სამწვრთნელო მომავალი. ბევრი...

ჯირო იტალია ისრაელში დაიწყო
ჩანაწერი

ჯირო იტალია ისრაელში დაიწყო

დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მრავალდღიანი ველორბოლა ჯირო იტალია დაიწყო. ისტორიაში პირველად შეჯიბრმა სტარტი ევროპის ფარგლებს გარეთ აიღო. განთქმული იტალიური რბოლის საწყისი სამი ეტაპი ისრაელში ჩატარდება. წლევანდელმა ჯირომ სტარტი იერუსალიმში, ქნესეთის წინ აიღო. მომდევნო დღეების განმავლობაში პელეტონი ჰაიფას, თელ ავივს და ეილათს ესტუმრებიან. ამის შემდეგ რბოლა იტალიაში გაგრძელდება და 27 მაისს მარადიულ ქალაქში დასრულდება. სპეციალისტები...

ლივერპულის კაცური საქციელი
ჩანაწერი

ლივერპულის კაცური საქციელი

„ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და… საგანგებო ბანერით შონ კოქსს მიაგო პატივი. შონ კოქსი ის ირლანდიელი კაცია, რომელსაც პირველი შეხვედრის წინ, ლივერპულში, რომაელმა ხულიგნებმა თავში რაღაც ჩაარტყეს და კომაში ჩააგდეს. ის დღემდე საავადმყოფოშია. ექიმები მის მდგომარეობას კვლავაც კრიტიკულს უწოდებენ. მერსისაიდელი ფეხბურთელების საქციელი (მათ ხომ ამ საქციელით ფინალში გასვლა ფაქტობრივად თავიანთ მძიმე დღეში ჩავარდნილ გულშემატკივარს მიუძღვნეს) აშკარად...

იყო პარიზი, იქნება კიევი… 37 წლის თავზე
ჩანაწერი

იყო პარიზი, იქნება კიევი… 37 წლის თავზე

1981 წლის 27 მაისს „ლივერპულმა“ ჩემპიონთა თასის ფინალში 1:0 მოუგო „რეალს“. ის ფინალი პარიზში გაიმართა. 2018 წლის 26 მაისს ისევ იქნება „ლივერპული“ – “რეალის“ ფინალი. ეს უკვე კიევში. 37 წლის თავზე. მხიარული, გოლებითა და საგოლე მომენტებით უხვი თამაში გამოვიდა რომის სტადიონზე. ველოდით კიდეც. ველოდით პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე. 5:2 ჰქონდა მოგებული იურგენ კლოპის გუნდს და...

ექვსი კლასიკური მედალი
ჩანაწერი

ექვსი კლასიკური მედალი

რუსულ (დაღესტნურ) კასპიისკში დასრულდა ევროპის ჩემპიონათი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვაჟთა შორის. გუშინ მოპოვებულ ოქროსა და ორ ბრინჯაოს საქართველოს გუნდმა სამი მედალი შემატა. 67 კილოგრამამდე კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძე ფინალში ისე გავიდა, მეტოქეთათვის ერთი ქულაც არ დაუთმია, თუმცა რუს არტიომ სურკოვთან ტუშეთი დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს დათო ჩხარტიშვილმა (60) და იური ლომიძემ, რომლებმაც ნახევარფინალების...