კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
მარსელო: პენალტი უნდა დანიშნულიყო
ჩანაწერი

მარსელო: პენალტი უნდა დანიშნულიყო

მადრიდში, „რეალისა” და „ბაიერნის” ნახევაფინალური შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოწამს თურქმა მსაჯმა ჯუნეით ჩაქირმა მასპინძლბის კარში პენალტი არ დანიშნა. ეპიზოდი ასეთი გახლდათ: კიმიხის მიერ ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მარსელოს ხელზე მოხვდა. ის, რომ ამ ეპიზოდზე გერმანული კლუბის მოთამაშეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები გაბრაზდებოდნენ რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ვნახოთ რას ამბობენ ესპანეთში. გერმანული „შპორტ ბილდი” წერს,...

მამლუქებს არავისი ერიდებათ…
ჩანაწერი

მამლუქებს არავისი ერიდებათ…

ნაზი პაიკიძე, რუსუდან გოლეთიანი, ზვიად იზორია – დრო იყო, ამ სახელებს ქართული ჭადრაკის მომავალი ელიტის წევრებად მოიაზრებდნენ, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ქართველივით ისინიც საზღვარგარეთ წაიყვანა ცხოვრებასა და კარიერაში მეტის მიღწევის სურვილმა. ახლა სამივე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ჭადრაკსაც პროფესიონალურად ოკეანისგაღმა თამაშობს. 2005 წელს რუსუდან გოლეთიანი გახდა აშშ-ს ჩემპიონი ქალებში, 2013 და 2018 წლებში კი ნაზი...

რა თქმა უნდა, რეალი!
ჩანაწერი

რა თქმა უნდა, რეალი!

მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მესამედ, ბოლო ხუთ წელიწადში კი მეოთხედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ბეწვის ხიდის გავლით წავა კიევში, სადაც ფინალია დაგეგმილი და სადაც, ალბათ, „ლივერპულს“ ნახავს. ტაბლო მომენტებს არ თვლის, თორემ ორივე თამაშში ერთად აღებული მომენტები რომ დავთვალოთ, „ბაიერნმა“ იმდენი შექმნა, ათ მატჩს ეყოფოდა. რონალდოობა კარიმ ბენზემამ ითავა და ორი გოლი გაიტანა, ოღონდ აქედან ერთი...

ქობლიაშვილმა რუსს ევროპა წაართვა
ჩანაწერი

ქობლიაშვილმა რუსს ევროპა წაართვა

რუსეთში, კერძოდ დაღესტანში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. ხუთიდან ერთი ოქრო 87 კგ. კატეგორიაში რობერტ ქობლიაშვილმა ირგუნა, ვინაც ბულგარელი, შვედი და ბელორუსი მეტოქეები, შემდეგ კი ფინალში მასპინძელთა ჯილა შაკჰან ობდაევი დაამარცხა. ბრინჯაო კიდევ ორ ჩვენიანს ერგო: 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიას და უმძიმესში (130 კგ.) იაკობ ქაჯაიას. ხვალ...

ხელით არ შეხებიან ერთმანეთს
ჩანაწერი

ხელით არ შეხებიან ერთმანეთს

ეს ამბავი ბოლო ტურში იმ შეხვედრის მერე მოხდა „ვესტ ჰემმა” „მანჩესტერ სიტისთან” 1:4 რომ წააგო: ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ოდესღაც იმედისმომცემი ახალგაზრდა, დღეს უკვე 29 წლის ენდი ქეროლი მწვრთნელზე დევიდ მოიესზე გაბრაზდა, რატომ არ მათამაშეო. ხსენებულ შეხვედრაში მოიესმა ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეცვალა, ქეროლი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. განაწყენებული ფორვარდი გასახდელში გაიქცა და როდესაც ჰკითხეს, რატომ...

ოლიმპიელთა ჭიდილს ცირეკიძე შესწირეს
ჩანაწერი

ოლიმპიელთა ჭიდილს ცირეკიძე შესწირეს

ნებითა შენითა, სანამ ბრძანებითა ჩვენითაო… ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. მასთან ერთად სამსახურს მთელი სამწვრთნელო შტაბი დატოვებს. ასეთ შეთანხმებამდე მივიდნენ ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. რა იყო ეს? ორიდან თუნდაც ერთი სკამის გადარჩენის მიზნით ცირეკიძის შეწირვა? დრო გვიჩვენებს. ასე იოლად აგორებული ტალღა არ გადაივლის. ტალღა კი...

მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა! ბარსა ჩემპიონია!
ჩანაწერი

მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა! ბარსა ჩემპიონია!

ლეო მესის ჰეთ-თრიქმა „ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონის ოცდამეხუთე ტიტული მოუტანა. ლა კორუნიაში, „რიასორზე”, ანგარიში ფილიპე კოუტინიუმ გახსნა, შემდეგ მესიმ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა — 2:0, მაგრამ „დეპორტივომ” პერესის და კოლაკის გოლებით „ბლაუგრანას” უპირატესობა გაქვითა. და როდესაც თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, არგენტინელმა ვარსკვლავმა 8 წუთში გატანილი ორი გოლით როგორც შეხვედრას, ასევე ჩემპიონატს წერტილი დაუსვა — „ბარსელონას” „ატლეტიკოზე” 9 ქულით მეტი...

იღბალი, სამართლიანი შედეგი და 70 წუთი
ჩანაწერი

იღბალი, სამართლიანი შედეგი და 70 წუთი

ჟოზე მოურინიუმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „არსენალს” იღბლის წყალობით მოუგო. „ოლდ ტრეფორდზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ლონდონელებს გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანეს — 2:1. იყო დრო, როდესაც „იუნაიტედის” ასეთ მოგებას „ფეგრი თაიმში” გამარჯვებას ეძახდნენ, რადგან „იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში „წითელ ეშმაკებს” უკანასკნელ წამებზე ბევრი შეხვედრა მოუგიათ. „ფერგი თაიმში” გატანილმა გოლმა ამჯერად სიმბოლური...

პრემიერლიგის ბუმბერაზები
ჩანაწერი

პრემიერლიგის ბუმბერაზები

სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ პრემიერლიგა დიდ შეჯიბრებად მისი და არსენ ვენგერის დაპირისპირებამ ჩამოაყალიბა. „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „არსენალის” შეხვედრის წინ „იუნაიტედის” ლიგენდარულმა მწვრთნელმა ყოფილ მოწინააღმდეგეს ღირსეული პატივი მიაგო და საჩუქარი გადასცა. 76 წლის ფერგიუსონმა თქვა: „ჩვენი ქიშპი შეჯიბრების ჰაილაითი იტო. „იუნაიტედი” „არსენალის” წინააღმდეგ დიდი თამაში გახლდათ. სწორედ მან შექმნა პრემიერლიგა. როდესაც არსენი „არსენალში”...

გაუმაძღარი ნადალი
ჩანაწერი

გაუმაძღარი ნადალი

რა არ შეარქვეს ამ კაცს: “გენიოსი”, “მკვლელი”, “ფენომენი”, “ვამპირი”… მთავარი ისაა, გენიალური როჯერ ფედერერისა და სიპერნოვაკ ჯოკოვიჩის ეპოქაში მოჩოგნავე რაფაელ ნადალი დღემდე ახერხებს ხალ-ახალი რეკორდების დამყარებას. აგერ, დღეს ბერძენ ციციპასს 6:2, 6:1 ჩაუტარა გაკვეთილი და ბარსელონას ტურნირი კარიერაში მეთერთმეტედ (!!!) მოიგო. სხვა ჩოგბურთელს არასოდეს მოუგია ამდენჯერ ერთი ტურნირი. მაგას ვინ ჩივის – კარიერაში სულ 11...