რუსეთში, კერძოდ დაღესტანში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა.
ხუთიდან ერთი ოქრო 87 კგ. კატეგორიაში რობერტ ქობლიაშვილმა ირგუნა, ვინაც ბულგარელი, შვედი და ბელორუსი მეტოქეები, შემდეგ კი ფინალში მასპინძელთა ჯილა შაკჰან ობდაევი დაამარცხა.
ბრინჯაო კიდევ ორ ჩვენიანს ერგო: 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიას და უმძიმესში (130 კგ.) იაკობ ქაჯაიას.
ხვალ კიდევ ხუთი ფინალია. 67 კილოგრამში შმაგი ბოლქვაძე ოქროს რუს არტიომ სურკოვს შეეჭიდება. ჩხარტიშვილი და ლომიძე ხვალვე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.
ფინალშია მიხეილ ქაჯაია, თუმცა ის სომეხ არტურ ალექსანიანთან სერბეთის სახელით იბრძოლებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
