
ერთი თვეც და რუსეთში მსოფლიოს რჩეული 32 ნაკრები მჯობნის მჯობნის გარკვევას დაიწყებს. ვინაა ის ხალხი, ვინც რჩეულ ნაკრებებს რუსეთის საგზური მოაპოვებინა და რამდენად ადექვატურია მათი შრომის ანაზღაურება? ჰოლანდიურმა ტელეკომპანიამ Zoomiiv TV ჩემპიონატის მონაწილეთა მწვრთნელების ხელფასებზე ინფორმაცია გაავრცელა.
პირველ ათეულში რუსთა და ირანელთა დამრიგებლების გამოჩენას თუ არ ჩავთვლით იერარქია დაცულია და გერმანელი იოაჰიმ ლიოვი თავკაცობს, მდიდარ მწვრთნელთა მოწინავე თხუთმეტეული კი ასეთია:
1. იოაჰიმ ლიოვი (გერმანია) – 3.8 მლნ. დოლარი; 2. ტიტე (ბრაზილია) – 3.4; 3. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3.4; 4. ხუან ლოპეტეგი (ესპანეთი) – 2.9; 5. სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი) – 2.5; 6. ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია) – 2.18; 7. კარლუშ კეირუში (ირანი) – 1.9; 8. გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) – 1.9; 9. ხორხე სამპაოლი (არგენტინა) – 1.77; 10. ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი) – 1.7; 11. ექტორ კუპერი (ეგვიპტე) – 1.5; 12. ხოსე პეკერმანი (კოლუმბია) – 1.5; 13. ხუან პიცი (საუდეთი) – 1.4; 14. ბერტ ვან მარვეიკი (ავსტრალია) – 1.17; 15. რიკარდო გერეკა (პერუ) – 1.1
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
