კვირას, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსისთან” 0:1 წაგების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ჟოზე მოურინუ გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა ინტერნეტში ისე დატროლეს, რომ მან თავისი ინსტაგრამი გააუქმა.
პორტუგალიელმა ინსტაგრამის ექაუნთი 2016 წელს გახსნა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაუდგა სათავეში. ის აქტიურად პოსტავდა მუშაობისა და ოჯახური ცხოვრების ფოტოებს. არც მიმდევართა რაოდენობას უჩიოდა — 2,8 მილიონი ადამიანი ჩაკირკიტებდა ცნობილი მწვრთნელის ფოტოებს, მაგრამ „ჩელსისთან” დამარცხების შემდეგ ყველას, ვისაც მოურინიუს ინსტაგრამში შეხედვა მოუნდა ასეთი რამ დახვდა:

ამ საკითხზე გულშემატკივრებმა უკვე ტვიტერზე გააჩაღეს დიდი სჯა-ბაასი. ბევრი აღშფოთდა. ისინი პორტუგალიელს გამოესარჩლენ. ერთმა დაწერა, მართალია უამრავ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ კაცის ასეთ დონემდე მიყვანა არ შეიძლებაო. ადამიანი რომ არ უნდა გადარიო, ამაზე ბევრნი შეთანხმდნენ, თუმცა მავანმა სხვანაირად დაპოსტა:
„ძალიან ვწუხვარ, რომ მას და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ სერიოზულად ამიხსენით, როდესაც სმოლინგს ათამაშებ და მარსიალს სათდარიგოთა სკამზე ტოვებ, სხვას რას უნდა ელოდო?”
მართლაც ათასნაირი ადამიანია ქვეყნად…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
