„ვესტ ჰემმა” დაადასტურა, რომ მწვრთნელად „მანჩესტერ სიტის” ყოფილი თავკაცი მანუელ პელეგრინი დანიშნა. შაბათ-კვირას 64 წლის ჩილელი ბრიტანეთში მოლაპარაკებებზე ჩაფრინდა და… დარჩა. ორშაბათ საღამოს პელეგრინიმ და „ჩაქუჩების” შეფებმა ყველა საკითხზე გამონახეს საერთო ენა.
სამხრეთამერიკელმა თანამდებობაზე დევიდ მოიესი შეცვალა. მოიესს ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულება კი აღარ გაუფორმეს. მიზეზი: მის ხელში გუნდი მე-13 ადგილზე გავიდა.
პელეგრინი ლონდონში თავის ერთგულ ასისტენტ რუბენ კუსილასს ჩაიყვანს.
ბოლოხანს ჩილელი ჩინეთში „ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” მუშაობდა. ცხადია, „ვესტ ჰემში” მას იმხელა ხელფასს ჩინელები რომ უხდიდნენ ვერავინ გადაუხდის, თუმცა „ჩაქუჩების” ისტორიაში მაინც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება — წელიწადში 7 მილიონ გირვანქას მიიღებს.
2013-14 წლების სეზონში პელეგრინიმ „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
