კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
სამსაათიანი დუმილი
ჩანაწერი

სამსაათიანი დუმილი

გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზღაპრული გოლი გაიტანა — ალბათ, შეჯიბრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთეო, „რეალის” მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კი მისთვის მატჩის დამთავრების შემდეგ მთელი სამი საათის განმავლობაში არაფერი უთქვამს, ხმა არ გაუცია. ეს ამბავი ინგლისურმა პრესამ გამოჩხრიკა საიდანღაც და შეამოწმა კიდეც, პირადად ბეილს ჰკითხა. უელსელმა მოკლედ უპასუხა: დიახ! — ასე იყოო. ახლა, მოსალოდნელია, რომ ბეილის...

მონღოლთა ანტიქართული შეთქმულება
ჩანაწერი

მონღოლთა ანტიქართული შეთქმულება

აკი გუშინაც ვწერდით: მოსალოდნელი იყო, რომ მონღოლი ჰაკუჰო თანამემამულე კაკურიუს იმპერატორის თასისკენ მიმავალ გზაზე არ გადაეღობებოდა. მხოლოდ ბაშოს მოგებაშიც არ არის საქმე – ლევანს ამ მოგებით იოკოძუნას ტიტულამდე ცოტაღა დარჩებოდა, იერარქიის უმაღლესი საფეხური კი სწორედ მონღოლებს აქვთ პრივატიზებული. უნდათ, ახლა, ამათ ქართველი?! მოკლედ: იმპერატორის თასი კაკურიუს დარჩა, ტოჩინოშინი კი მეორეა. ქართველმა გოლიათმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და...

უიღბლო დანი კარვახალი
ჩანაწერი

უიღბლო დანი კარვახალი

„რეალისა” და „ლივერპულის” ფინალური შეხვედრის პირველ ტაიმში დანი კარვახალის ცრემლები სწორედ ის იყო, რისი ნახვაც ესპანეთის ნაკრების გულშემატკივარს ძალიან არ უნდოდა. მადრიდელთა მარჯვენა მცველი მხოლოდ იმას კი არ განიცდიდა, რომ ფინალის დარჩენილ ნაწილს გამოსტოვებდა, არამედ იმასაც, რომ საფრთხის ქვეშ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა დაუდგა. კარვახალი ისე ტიროდა, რომ „რეალის” ექიმმაც კი ვერ დააშოშმინა, ხეირიანად დალაპარაკების საშუალებაც...

იმედი არის!
ჩანაწერი

იმედი არის!

მოჰამედ სალაჰის ტრავმის შესახებ უპირველეს ყოვლისა მთავარი ვთქვათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ, უკვე კვირას, ღამით, ეგვიპტის ნაკრების ტვიტერზე დაწერეს: „ნაკრების ექიმის მოჰამედ აბუ ელ ელას თქმით „ლივერპულის” სამედიცინო გუნდმა მას შეატყობინა, რომ სალაჰს მხარზე რენტგენი გადაუღეს, სადაც გამოჩნდა, რომ ფეხბურთელს მხრის სახსრები აქვს დაზიანებული. დიაგნოზის თანახმად შეგვიძლია გამოვთქვათ იმედი, რომ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს”....

13!
ჩანაწერი

13!

მადრიდის „რეალი“ 50-იანი წლების ისტორიას იმეორებს და ზედიზედ იგებს ჩემპიონთა თასებს. მაშინ იყო, ზედიზედ ხუთჯერ ასწია, ახლა კი ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ, აქედან სამჯერ ზედიზედ, სამივეჯერ დიდი ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით… სამეფო გუნდი ჯამში მე-13 დაეუფლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასს… ცხადია, ეს რეკორდია, რომელსაც კარგა ხანი ვერავინ შეწვდება. მონსტრ-გუნდად იქცა ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი „რეალი“ და…...

ხვალ ვქომაგობთ ჰაკუჰოს!
ჩანაწერი

ხვალ ვქომაგობთ ჰაკუჰოს!

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ლევან გორგაძე ზედიზედ მეორედ დამარცხდა. იოკოძუნა კაკურიუმ ტოჩინოშინს ქამარში ჩავლება გააწყვეტინა და გდება – სუკუინაგე გაახერხა. კაკურიუ ერთ ნაბიჯშია იმპერატორის თასისგან, მაგრამ ეს ბოლო ნაბიჯი ყველაზე რთულია – ბაშოს ბოლო დღეს მისი მეტოქე ლეგენდარული ჰაკუჰოა. ეს უკანასკნელი კი ცოფებს ყრის დღეს განცდილი უკვე მესამე მარცხისგან და თუ მონღოლურმა სისხლმა თანამემამულისთვის დათმობისკენ არ...

ფინალის წინ დაღვრილი სისხლი
ჩანაწერი

ფინალის წინ დაღვრილი სისხლი

ვისთვის სასეირო და ვისთვის თავსატეხი ამბავი მოხდა კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „რეალის” ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე. კრიშტიანუ რონალდუ მიზანს ისწორებდა, დარტყმაში ვარჯიშობდა, როდესაც ბურთი გააქანა და… TV Univision-ის ოპერატორ ხუან ლორენსანა პრიეტოს გაარტყა. თან ბედი არ გინდა, პირდაპირ თავში ხეთქა. ოპერატოს წარბი გაუსკდა, თუმცა გადარჩა. იქვე უმკურნალეს და მუშაობის გაგრძელება შეძლო. მომხდარმა კრიშტიანუზე იმოქმედა. პორტუგალიელმა ძალიან...

დაგეძებ და ვერ გპოულობ…
ჩანაწერი

დაგეძებ და ვერ გპოულობ…

გავიარე ქართული ტელეარხები, თუმცა პრაიმტაიმში სხვას რას ელი? – პოლიტიკური თოქშოუ ნებისმიერი საკმაზით. მე კი ფეხბურთს ვეძებ. ჩვეულებრივ ფეხბურთს კი არა – ქართულ სუპერკლასიკოს, ქუთაისის „ტორპედო“ –  თბილისის „დინამო“. შენც არ მომიკვდე. საკლუბო ტელეარხებზე თუ იპოვი… და youtube – ზე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორია ლამის ოცდაათი წელია, ამ გუნდების დაპირისპირებით იყო დაღდასმული და ეს მაშინაც კი,...

ჩემპიონობა ხვალამდე გადაიდო
ჩანაწერი

ჩემპიონობა ხვალამდე გადაიდო

ნაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს ტოჩინოშინმა პირველი შეცდომა დაუშვა და სიოდაისთან საკუთარივე შეტევისას დაუცდა ფეხი. არადა, აქამდე პირად შეხვედრებში 5:3 უგებდა. ამით ისარგებლა იოკოძუნა კაკურიუმ და მოგებებით გაუთანაბრდა ლევანს. ბედის ირონიით, ხვალ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. კაკურიუ მთლად ჰაკუჰო არ არის და კარიერაში სულ 4 ტურნირი მოუგია, მაგრამ ლევანს პირად შეხვედრებში 12:2 უგებს. ამ წყვილის გამარჯვებული, ფაქტობრივად...

ლივერპულელებს კიევში აღარ იღებენ
ჩანაწერი

ლივერპულელებს კიევში აღარ იღებენ

„ლივერპულის” ათასამდე ფანი შეიძლება კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად ვერ ჩავიდეს — უკრაინის დედაქალაქისკენ სამი რეისი გაუქმდა. ტუროპერატორი Worldchoice Sports მერსისაიდელ ფანებს „ლივერპულისა” და „რეალის” შეხვედრაზე ჩასვლას უპრობლემოდ ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა იძულებულია ხალხს ფული დაუბრუნოს. მიზეზი: კიევის ბორისპოლის აეროპორტი ამდენ რეისს ვერ აუდის. უკრაინელები ფიზიკურად ვეღარ პოულობენ დროს, ეს რეისები სადმე რომ ჩასვან. თუმცა, მდგომარეობა შეიძლება...