სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ლევან გორგაძე ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
იოკოძუნა კაკურიუმ ტოჩინოშინს ქამარში ჩავლება გააწყვეტინა და გდება – სუკუინაგე გაახერხა.
კაკურიუ ერთ ნაბიჯშია იმპერატორის თასისგან, მაგრამ ეს ბოლო ნაბიჯი ყველაზე რთულია – ბაშოს ბოლო დღეს მისი მეტოქე ლეგენდარული ჰაკუჰოა. ეს უკანასკნელი კი ცოფებს ყრის დღეს განცდილი უკვე მესამე მარცხისგან და თუ მონღოლურმა სისხლმა თანამემამულისთვის დათმობისკენ არ უბიძგა, უნდა მოუგოს კიდეც.
მერე ყველაფერი ლევანის ხელშია. თუ უტიტულო მეხუთე მაეგაშირა იკიოის მოუგებს მასსა და კაკურიუს შორის იმპერატორის თასისთვის კეტეი-სენი ანუ სუპერფინალური ჯახი გაიმართება.
ხვალ ჯერ ლევანი გავა დოჰიოზე და აუცილებლად უნდა მოიგოს. აქამდე ლევანი პირად შეხვედრებში იკიოს 6:4 უგებს. ჰაკუჰოსა და კაკურიოს შორის ანგარიშია 39:6. ასე რომ, სუპერჯახის შანსი არის.
მოიგოს ტოჩინოშინმა და მერე ვუქომაგოთ ჰაკუჰოს!

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
