კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
NBA: ფინალური სერიის რეკორდები
ჩანაწერი

NBA: ფინალური სერიის რეკორდები

NBA-ს ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტ ვორიორზმა კლივლენდ კავალიერსს 124:114 მოუგო. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. კლივლენდს ვერც ლებრონ ჯეიმსის ზე-შედეგიანმა თამაშმა უშვება. ლებრონმა მატჩში 51 ქულა დააგროვა. აქამდე ფინალურ სერიაში მხოლოდ 5 მოთამაშეს დაუგროვებია 50 ქულაზე მეტი. ბოლოს ეს 1993 წელს ყველა დროის უდიდესმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა შეძლო. გოლდენ სტეიტის რიგებში კი...

მარად სათადარიგო
ჩანაწერი

მარად სათადარიგო

კატალონიური პრესა წერს, რომ თუ „რეალი” მაურისიო პოჩეტინიოს ვერ გადაიბირებს, მაშინ მასიმილიანო ალეგრის შესთავაზებს სამსახურს. იტალიელი, რომელიც ამჟამად „იუვენტუსს” უდგას სათავეში „რეალისთვის” კარგი ვარიანტია. მას პოჩეტინიოსთან შედარებით ერთი დიდი პლიუსი აქვს — გამოცდილება. ალეგრის „ბებერი ქალბატონის” თავკაცის რანგში ხუთი „სკუდეტო” აქვს მოგებული. მან „იუვეს” ოთხჯერ ააღებინა ქვეყნის თასი, ხოლო 2015 და 2017 წლებში ტურინელები ჩემპიონთა...

რეალში კარგი სიტუაცია არ იყო
ჩანაწერი

რეალში კარგი სიტუაცია არ იყო

ფაბიო კაპელოს „რეალი” არ ესწავლება. ის ორჯერ (1996/97 და 2006/07) წლებში ედგა მადრიდის გუნდს სათავეში და ორივეჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. „თეთრების” მწვრთნელის თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის გადადგომის თაობაზე იტალიელმა ასე თქვა: „მადრიდში კარგი ატმოსფერო არ იყო. ამიტომ ზიდანი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რომ გადადგა. მან უკვე სამი თვეა იცოდა, რომ თუკი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა, გაუშვებდნენ....

რეალური თავსატეხი
ჩანაწერი

რეალური თავსატეხი

დროის კარგვა სისულელეა. ფლორენტინო პერესი და „რეალის” დირექტორატის წევრები ზინედინ ზიდანის გადადგომიდან ორიოდ საათში ტელეფონს მიუსხდნენ და ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგნენ. „მარკასთვის” დაზუსტებით არის ცნობილი, რომ მათ იმავე დღეს დაურეკეს მაურისიო პოჩეტინიოსა და იოაჰიმ ლიოვს. პოჩეტინიო პირველია ვისი სახელიც „რეალის” ოფისში გაახსენდათ. თუ არგენტინელი დათანხმდება, ჩათვალეთ, რომ მადრიდელებს გაუმართლათ და ყველაფერი იოლად აეწყოთ. გუშინ დაიწერა,...

სუპერსუპერფინალი!
ჩანაწერი

სუპერსუპერფინალი!

საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს სადებიუტო რეპორტაჟი ჰქონდა ქუთაისის სპორტის სასახლიდან და არც უნანია: ქომაგმა ნამდვილი თრილერი ნახა და გადამწყვეტმა, მეხუთე შეხვედრამ ჩემპიონის ვინაობა გვამცნო – თბილისის დინამოელებმა ტიტული შეინარჩუნეს და მეხუთედ იჩემპიონეს. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და როცა „დინამოს“ ტექნიკური ჯარიმის გამო მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია გაუგდეს, ქუთაისის გადაჭედილ სპორტის სასახლეს ჩემპიონობის იმედი გაუჩნდა. თბილისელებმა კი...

რას მერჩი, სიმონ?!
ჩანაწერი

რას მერჩი, სიმონ?!

აშკარად არ გაუმართლა საქართველოს პირველ ვაჟ მეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილს:საფრანგეთის ღია პირველობის, ანუ `როლან გაროსის“ პირველ წრეში მეტოქედ მასპინძელი ჟილ სიმონი ერგო. 33 წლის სიმონი მთლად ის ვეღარაა, რეიტინგის მეექვსე საფეხური რომ ეკავა, მაგრამ კარიერაში 14 ტიტულის მომგებს და 13 მილიონ დოლარზე მეტის მშოვნელს კოლოსალური გამოცდილება კი დაუგროვდა. ეომა ნიკა, სეტიც აართვა და იმედიც გაგვიჩინა, რომ...

ციკლონი ბოსტონში
ჩანაწერი

ციკლონი ბოსტონში

დიდი გუნდები წლების განმავლობაში იქმნება, მაგრამ მწვერვალზე მხოლოდ უდიდესი შემსრულებლების წყალობით ადიან. ლებრონ ჯეიმსი ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში უკვე სუპერგაპიარებულ და 90-მილიონიანი სარეკლამო კონტრაქტით მივიდა. ბევრი ექსპერტი შიშობდა, რომ გამოუცდელი ბიჭი გადაიწვებოდა, დღეს კი იგივე ხალხი იმაზე მსჯელობს, მაიკლ ჯორდანია უდიადესი თუ ლებრონ ჯეიმსი. ლებრონს გუნდში ცუდი ბიჭები არ ჰყავს, მაგრამ ჯორდანის მხარდამხარ მეომარ სკოტი პიპენთან...

სამსაათიანი დუმილი
ჩანაწერი

სამსაათიანი დუმილი

გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზღაპრული გოლი გაიტანა — ალბათ, შეჯიბრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთეო, „რეალის” მწვრთნელ ზინედინ ზიდანს კი მისთვის მატჩის დამთავრების შემდეგ მთელი სამი საათის განმავლობაში არაფერი უთქვამს, ხმა არ გაუცია. ეს ამბავი ინგლისურმა პრესამ გამოჩხრიკა საიდანღაც და შეამოწმა კიდეც, პირადად ბეილს ჰკითხა. უელსელმა მოკლედ უპასუხა: დიახ! — ასე იყოო. ახლა, მოსალოდნელია, რომ ბეილის...

მონღოლთა ანტიქართული შეთქმულება
ჩანაწერი

მონღოლთა ანტიქართული შეთქმულება

აკი გუშინაც ვწერდით: მოსალოდნელი იყო, რომ მონღოლი ჰაკუჰო თანამემამულე კაკურიუს იმპერატორის თასისკენ მიმავალ გზაზე არ გადაეღობებოდა. მხოლოდ ბაშოს მოგებაშიც არ არის საქმე – ლევანს ამ მოგებით იოკოძუნას ტიტულამდე ცოტაღა დარჩებოდა, იერარქიის უმაღლესი საფეხური კი სწორედ მონღოლებს აქვთ პრივატიზებული. უნდათ, ახლა, ამათ ქართველი?! მოკლედ: იმპერატორის თასი კაკურიუს დარჩა, ტოჩინოშინი კი მეორეა. ქართველმა გოლიათმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და...

უიღბლო დანი კარვახალი
ჩანაწერი

უიღბლო დანი კარვახალი

„რეალისა” და „ლივერპულის” ფინალური შეხვედრის პირველ ტაიმში დანი კარვახალის ცრემლები სწორედ ის იყო, რისი ნახვაც ესპანეთის ნაკრების გულშემატკივარს ძალიან არ უნდოდა. მადრიდელთა მარჯვენა მცველი მხოლოდ იმას კი არ განიცდიდა, რომ ფინალის დარჩენილ ნაწილს გამოსტოვებდა, არამედ იმასაც, რომ საფრთხის ქვეშ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა დაუდგა. კარვახალი ისე ტიროდა, რომ „რეალის” ექიმმაც კი ვერ დააშოშმინა, ხეირიანად დალაპარაკების საშუალებაც...