მელბურნში ცამეტკაცას, იგივე რაგბილიგის მთავარი სერია დაიწყო, რომელიც თავის პოპულარობით ჯიბეში ჩაისვამს რაგბის აღნიშნული სახეობის საკლუბო პირველობებს და თვით მსოფლიო თასსაც კი, რომელიც შარშან, წლის ბოლოს, უკვე მერამდენედ, ავტრალიამ მოიგო. რაგბილიგის მთავარ სეირს “სთეით ოფ ორიჯინ” ეწოდება და ჩვენებურად “ფესვები” ან “შინ დაბრუნება” შეგვიძლია ვუწოდოთ (ქართული ტერმინის დაზუსტებაში მკითხველსაც შეუძლია წილი დაიდოს და ვარიანტები მოგვაწოდოს)....
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
საქართველო: ჯუჯასთვის ჯუჯა, ყაზახეთისთვის – აზერბაიჯანი
საქართველოს ნაკრებმა მოულოდნელად წააგო ჯუჯა ლუქსემბურგთან. მოულოდნელად ჩვენთვის, თორემ, რამდენიმე დღის წინ სამსოფლიოდ შემართულ სენეგალთან არ წამგები გუნდისგან გამარჯვებას ითხოვდნენ იქაურები და აკი მოახერხეს ის, რაც აქამდე არასდროს გაეკეთებინათ-პირველად დაამარცხეს ქართველები. ქართულ-ლუქსემბურგული ამხანაგური რკენა აქამდე სამ მატჩს ითვლიდა და აქედან ერთი უგოლო ფრის წილ, ორი მოგებული გვქონდა. ამხანაგურების ოსტატმა ვლადიმირ ვაისმა საამმატჩოდ ერთბაშად რვა ფეხბურთელი...
დამნაშავე ისევ რამოსია
სერხიო რამოსი ან მართლა ტარტაროზია ან ყველაფრის მისთვის დაბრალება მოდაში შემოვიდა. ახლა ამბობენ, რომ „ლივერპულის” გერმანელი მეკარის ლორის კარიუსის ორი უხეში შეცდომა იმის ბრალია, რომ თამაშის დასაწყისში მას რამოსი შეასკდა და ტვინი შეურყია. სხვა სიტყვებით, რამოსის უხეშობა რომ არა, კარიუსი ფინალში ორ უპატიებელ გოლს არ გაუშვებდა. „ბილდი” წერს, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ კარიუსს ქცევაში ნორმიდან...
ტურე: გვარდიოლა რასისტია!
იაია ტურემ თქვა, რომ პეპ გვარდიოლას აფრიკელ ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემა აქვს. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელიც კოტ დ’ივუარის ნაკრების ვეტერანმა „ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში წამოაყენა. „მინდა ვიყო პირველი ვინც დაამსხვრევს მითს გვარდიოლას შესახებ”, — თქვა 35 წლის ნახევარმცველმა, რომლის კონტრაქტს „მანჩესტერ სიტისთან” ვადა ამოეწურა და კატალონიელ მწვრთნელზე დამოკიდებული აღარ არის. „სიტიმდე” ტურე გვარდიოლას ხელმძღვანელობით „ბარსელონაშიც” თამაშობდა....
ზიდანის გადადგომის მიზეზი
ზინედინ ზიდანი „რეალიდან” იმიტომ წავიდა, რომ ფლორენტინო პერესთან ედენ აზარისა და დავიდ დე ხეას ყიდვაზე ვერ შეთანხმდა — წერს „სანი”, ინფორმაციას კი აწერია „ექსკლუზივი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ამბავი მხოლოდ მან გაიგო და ახლა სხვები მისგან თუ გადაწერენ. წყარომ, რომელმაც ინგლისურ გამოცემას ეს ინფორმაცია მიაწოდა თქვა, რომ ზიდანის გადადგომის წინა დღეს მწვრთნელს და კლუბის...
პარიზში ბომბი არ გასკდა
სულ ბოლოსღა გაირკვა, რომ „როლან გაროსზე“ ბომბი არ აფეთქდებოდა, ანუ ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე სერენა უილიამსი და მარია შარაპოვა ერთმანეთს არ შეასკდებოდნენ. კორტი უკვე თავისუფალი იყო. მანამდე რაფა ნადალმა კარიერაში მე-900 გამარჯვება მორტერერთან მოიპოვა და ფრანგული სუპერტურნირის მეოთხედფინალში მეთორმეტედ გავიდა. მთავარი მაინც სერენა იყო: გასულ 16 თვეში ახალდაბადებული გოგონას და ჯანმრთელობის გამო მხოლოდ 4 მატჩის...
ფოთის ევროპა სლოვენიაშია
თითქოს ფეხბურთს დიდი რა გარეკლამება უნდა, მაგრამ გონივრული მენეჯმენტი ისეა, როგორც „დათა თუთაშხიაშია“ – ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმეო… საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ლიგამ ორწლინახევრის წინ აიდგა ფეხი და პირველ ტურნირში სულ რვა გუნდმა და სულ თბილისისამ მოიყარა თავი. ეს მარტში იყო და უკვე ზაფხულში 16 გუნდი მონაწილეობდა ოლიმპიური სისტემით გამართულ ტურნირში, სადაც სეუ-მ...
ვენგერი და ბეილი გზაში ასცდებიან
რაც გინდა თქვით, მაგრამ ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით სპორტში ბუკმეკერებს ყველაზე უტყუარი ინფორმატორები ჰყავთ. ჯერ არ გაციებულა ზინედინ ზიდანის სავარძელი და ფსონების მიღება დაიწყო: ბუკმეკერთა ფავორიტი არსენ ვენგერია 4.0 კოეფიციენტით. მას კვალში გუტი ანუ ხოსე გუტიერესი და მასიმილიანო ალეგრი უდგანან (7.0). მაურიციო სარის და ანტონიო კონტეს თანაბარი შანსი აქვთ – 8.0. რადგან ვენგერზეა საუბარი, დიდი...
გერმანიის ოპტიმისტური წაგება
გერმანიამ ავსტრიასთან 32 წელიწადში პირველად წააგო — 1:2. არადა აქამდე ფრეზეც კი არ იყო ლაპარაკი, ზედიზედ 9 მოგებული ჰქონდა. კიდევ, მსოფლიოს ჩემპიონს აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია, ასეთი რამ კი 1987-88 წლების შემდეგ არ მომხდარა. შემდეგ პარასკევს, იოაჰიმ ლიოვის გუნდი რუსეთში გამგზავრების წინ საუდის არაბეთს შეხვდება და სტატისტიკას ალბათ გამოასწორებს. დამარცხების მიუხედავად გერმანელებმა ავსტრიელებთან...
ზიზუ და აინშტაინი
იშვიათია, როცა საკუთარ საქმეში ღმერთკაცები პატივმოყვარეობასაც ამარცხებენ. ზინედინ ზიდანი ერთი უდიდესი ეპოქა იყო ფეხბურთში. შემსრულებელი კი არა – მოაზროვნე და შემქმნელი. ბურთს შეუხებლად ისე დარაჯობდა, სამ კაცს არ გაიკარებდა და მერე წამში იმ ბურთს ისე გადაამისამართებდა, მეტოქეს კი არა, ემე ჟაკეს რჩებოდა პირი ღია. მისი ტვინის ხვეულები მადრიდში სათანადოდ შეაფასეს და თავის დროზე „მოხეტიალე საფეხბურთო...









