მოსკოვში, ფიფას კონგრესზე, გადაწყდა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ერთად უმასპინძლებენ მექსიკა, აშშ და კანადა. ამ გადაწყვეტილებამ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა ირონიული კომენტარის გუნებაზე დააყენა. ლათინურ ამერიკაში არის ტელეკომპანია Telesur, სადაც დიდმა დიეგომ თქვა: „კანადელები აშკარად კარგი მოთხილამურეები არიან… ამერიკელებს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩების ოთხ 25 წუთიან პერიოდებად დაყოფა უნდოდათ, ასე...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
პიკემ რამოსი და რუბიალესი გააშველა
დღეს 22 საათზე ესპანეთი პორტუგალიას ხვდება. რა ხდება ორი დღის წინ სკანდალგადატანილ ესპანეთის ნაკრებში? მას-მედია ჯერ კიდევ იმდღევანდელის დეტალებს იკვლევს. როგორც ჩანს, „ლა როხას” ბანაკში დაძაბულობა მართლა მწვერვალს აღწევდა. დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ ესპანელთა კაპიტანი სერხიო რამოსი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ჟერარდ პიკემ გააშველა. პიკე რომ არა ეშმაკმა იცის რა მოხდებოდაო, წერენ წყაროები. მოგეხსენებათ,...
ნეიმარს გერმანელებზე შურისძიება სწყურია
ერთი წლის წინ ნეიმარის სანაცვლოდ „პარი სენ ჟერმენმა” „ბარსელონას” 222 მილიონი ევრო გადაუხადა. დღეს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად რუსეთში ჩასულმა ვარსკვლავმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი დიდი თანხა ცოტა ეუხერხულება. „სატრანსფერო თანხით ნამდვილად არ ვამაყობ. არც იმით, რომ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მქვია. ეს მხოლოდ ფულია და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ამას ვერაფერს მოვუხერხებ. პირადად მე...
არსენალის სასტარტო კოშმარი
გამოცდაც ამას ჰქვია: „არსენალის” ახალ ბოსს უნაი ემერის პრემიერლიგის მომდევნო სეზონის პირველ ტურში „მანჩესტერ სიტი” შეუმოწმებს ოსტატობას, მეორე ტურში კი „ჩელსი”… ბედი არ მწყალობსო ბასკმა უნდა თქვას. „სიტი” „არსენალს” „ემირეითზე” ჩააკითხავს, „ჩელსისთან” კი „სტემფორდ ბრიჯზეა” თამაში დანიშნული. ვინ იცის 46 წლის ემერი ინგლისში კარიერის დაწყებას ეფექტურად აპირებდა, ზედიზედ მოგებული ან სულ მცირე დაუმარცხებლად ჩატარებული მატჩების...
ლიოვის ბოლო კვირა
იცით რა არის ვატუტინკი? ეს გახლავთ დასახლებული პუნქტი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 49 კილომეტრში, სადაც გერმანიის ნაკრები ცხოვრობს და ვარჯიშობს. სწორედ იქ შეხვდა ჟურნალისტებს ბუნდესმწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი და მსოფლიოს ჩემპიონთა დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა. მას შეახსენეს, რომ გუნდმა ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:2) და საუდის არაბეთთან (2:1) ცუდად ითამაშა, რაზეც ლიოვმა მიუგო: „ამ შეხვედრებში ჩვენმა გუნდმა თავისი...
პსჟ-მ 60 მილიონის ფეხბურთელები უნდა გაყიდოს
ხუთდღიანი დებატების შემდეგ უეფამ დაადგინა, რომ „პარი სენ ჟერმენს” ფინანსური წესები არ დაურღვევია, ასე რომ მომავალ სეზონში გუნდი ჩვეულებრივ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაში და არც სხვა სანქცია შეეხება. უეფას კლუბთა ფინანსური კონტროლის კომისია ცხრა თვე იქექებოდა პარიზული კლუბის ქაღალდებში და დაასკვნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პსჟ-ს ფინანსისტებს კანონი არ დაურღვევიათ. და მაინც, კომისიას რატომღაც...
ბოლონია ინძაგის ჩააბარეს
„გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ დღეიდან „ბოლონიას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს: ფილიპო ინძაგი!“ – ვკითხულობთ იტალიური კლუბის გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. დიახ, რაც იწერებოდა რამდენიმე დღის წინ, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა – „ბოლონიაში“ ინძაგი სეზონის დასრულების შემდეგ დათხოვნილ რობერტო დონადონის შეცვლის. „მილანის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „სტადიო დალ არას“ ბინადრებთან 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი, ბოლოს კი...
ლენოს ლონდონი ელის
გერმანული „ბილდის“ ცნობით, „ლევერკუზენის“ მეკარე ბერნდ ლენო ახალი სეზონიდან ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს. გავრცელებული ცნობით, ბრიტანელებს 26 წლის მეკარის ტრანსფერი 20-25 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ბერნდ ლენოს „არსენალის“ გარდა „ლივერპული“, „ნაპოლი“ და მადრიდის „ატლეტიკოც“ ეპატიჟებოდა, თუმცა ლონდონელებმა იყოჩაღეს. გერმანელი „არსენალში“ პეტრ ჩეხს გაუწევს კონკურენციას, რომელსაც „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. შეგახსენებთ, ბერნდ ლენო გერმანიის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში...
ესპანეთს ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს
როგორც მადრიდული ასევე კატალონიურ გაზეთები წერენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ფედერაციის სპორტული დირექტორი, წარსულში ლეგენდარული მცველი ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მოხსნილ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის ის კრასნოდარიდან ესპანეთს გაეშურება და მხოლოდ სამშობლოში ჩასვლის შემდეგ დაელაპარაკება ჟურნალისტებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე თქვა: „იძულებული გავხდით ხულენ ლოპეტეგისთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა. ის, რომ...
აშშ, კანადა, მექსიკა – 2026
მუნდიალი 2026 -მასპინძელი გაირკვა. ფიფამ გადაწყვეტილება გამოიტანა. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ აშშ, კანადა და მექსიკა. ფინალური წილისყრისას ამ ტრიუმვირატმა 134 ხმა მიიღო, ერთადერთმა კონკურენტმა მაროკომ კი მხოლოდ 65. აქამდე მექსიკამ მსოფლიო ჩემპიონატს ორჯერ- 1970 და 1986 წლებში უმასპინძლა. აშშ – ში მსოფლიო საფეხბურთო ფორუმი 1994 წელს გაიმართა, კანადას კი მსგავსი პატივი ჯერ არ...









