გუშინ თუ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე დაწყვილდნენ გუნდები, დღეს უეფას რანგით მეორე ტურნირის, ევროპის ლიგის 2018-2019 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა და სამი ქართული კლუბის მეტოქის ვინაობა გაირკვა – თბილისის „დინამოს“ სლოვაკეთის მესამეადგილოსანი „დუნაისკა სტრედა“ ერგო, საჩხერის „ჩიხურა“ ისრაელის ჩემპიონატის მეორეადგილოსან „ბეითარს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ ყაზახეთის „ტობოლს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე...
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
რეალმა ლუნინი ზორიაში იპოვა
წუხელ ესპანურმა MARCA-მ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის ნაკრებისა და „ზორიას“ 19 წლის მეკარის – ანდრეი ლუნინის მადრიდულ გრანდში გადასვლის შესახებ. ტრანსფერის თანხამ 8.5 მილიონი ევრო შეადგინა და კიდევ 4 მილიონის მიღება „ზორიას“ ბონუსების სახით შეუძლია. „რეალმა“ მეკარეს ყურადღება შარშან მიაქცია, როცა „ზარიამ“ ევროპალიგის მატჩში ბილბაოს „ატლეტიკი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. მას შემდეგ დაკვირვება გრძელდებოდა და კონტრაქტიც შედგა....
დე ხეას 21 მილიონი
ეს უკვე ყოველგვარი ლოგიკის საზღვრებს სცდება: დავიდ დე ხეამ უკვე შეათანხმა ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ და წელიწადში 21 მილიონ ევროს მიიღებს. ახალი კონტრაქტით ესპანელი მეკარე კოლეგებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენი შეიქნება. აქამდე ყველაზე მეტს „ბაიერნის“ მანუელ ნოიერი იღებდა – 15 მილიონი ევრო. ჯიჯი ბუფონი? – ბოლო სეზონში „იუვენტუსმა“ მას 8 მილიონი ევრო გადაუხადა. უდავოა, რომ დე...
ტორპედოს შერიფი გამოუცხადეს
შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონ ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქედ მოლდოვის ჩემპიონი, ტირასპოლის „შერიფი“ ერგო. „ტორპედო“ პირველ შეხვედრას შინ გამართავს, 10 ან 11 ივლისს, ხოლო საპასუხოს 17 ან 18 ივლისს. ქუთაისელთა მეტოქე საკმაოდ ტიტულიანი და სამშობლოში წონიანი გუნდია – შერიფიდან მრავლად არიან ფეხბურთელები მოლდოვის ეროვნულ...
თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
საუბდის არაბეთის ნაკრები სიკვდილს გადარჩა. ხვალ საუდელები როსტოვში ურუგვაის ხვდებიან და როგორც „მარკა” იუწყება რუსეთის ამ ქალაქისკენ გეზაღებულ თვითმფრინავს აეროპორტში დაშვების წინ ცეცხლი გაუჩნდა. კადრები, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ, თავად საუდელმა ფეხბურთელებმა გადაიღეს. ცეცხლი ფრთას გაუჩნდა. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. გუნდი დიდ განსაცდელში არ ჩავარდნილა. მომხდარს „მცირე ტექნიკური პრობლემები” დაერქვა.
ნადირობა ნეიმარზე
მაშ ასე, მსოფლიოს ჩემპიონატში ბრაზილიაც ჩაერთო. მონდიალების მუდმივმა ფავორიტმა როსტოვში შვეიცარიასთან 1:1 ითამაშა, ესპანური „მარკა” კი ამბობს, რომ შვეიცარიელებს ნეიმარზე აშკარა ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული: მის წინააღმდეგ ათჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. ესპანელ ჟურნალისტებს სწამთ, რომ თუკი ნაოპერაციები ნეიმარი მატჩის წინ კვლავ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული, მატჩის შემდეგ მის ექიმებს უეჭველად ბევრი საქმე გამოუჩნდებოდათ. „მარკა” იხსენებს, რომ...
მოსკოველმა ტაქსისტმა რვა კაცი დალეწა (ვიდეო)
მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ტაქსი ტროტუარზე ავარდა და რვა კაცი დაამტვრია, მათ შორის ორი მექსიკელი გულშემატკივარი. ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა სხვადასხვა ქვეყნის ფანებით იყო სავსე. პოლიციამ ყირგიზი მძღოლი, რომელიც გაქცევას ცდილობდა, დაიჭირა. ვიდეოზე ყველაფერი კარგად ჩანს.
ტიტემ ბრაზილია შეცვალა
მარსელომ თქვა, რომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 დამარცხების შემდეგ „სელესაო” მთლიანად გარდაქმნა. „ტიტემ გუნდი ძირეულად შეცვალა. ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია და ჩვენ მისი მეთოდები კარგად გვესმის”, — თქვა მარცხენა მცველმა პრეს-კონფერენციაზე. მარსელო დღეს, როსტოვში, 22 საათზე, შვეიცარიასთან შეხვედრაში გუნდს უკაპიტნებს. მან თქვა: „რასაკვირველია, ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობა ძალიან მახარებს....
სკამებს უკანალები აკლდა
ფიფამ გამოძიება დაიწყო. მისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რატომ იყო ეკატერინგბურგის სტადიონზე, ეგვიპტისა და ურუგვაის შეხვედრაში ათასობით ადგილი ცარიელი. ხოსე ხიმენესმა 90-ე წუთზე გაუტანა აფრიკელებს მატჩის ერთადერთი გოლი და ნაცვლად იმისა, რომ 6 ათასი გულშემატკივრით მეტს ეხმაურა ან მოეწყინა, თვალი მდუმარე ნარინჯისფერ სკამებს ხედავდა. ეს ეკატერინბურგის სტადიონი ისედაც დიდი უცნაური რამ არის. ტევადობა არ გვაკმაყოფილებსო და...
ბარსელონა გერმანიის ნაკრებს აშფოთებს
გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს კვირას, 19 საათზე, „ლუჟნიკებზე”, მექსიკასთან შეხვედრით იწყებს. ცხადია, იოაჰიმ ლიოვს უნდა, რომ მისი ფეხბურთელები მთლიანად კარსმომდგარ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები, მაგრამ მონდიალის პარალელურად მსოფლიოში სხვა საფეხბურთო პროცესებიც მიმდინარეობს. განსაკუთრებული საზაფხულო აქტიურობა ცხადია სატრანსფერო ბაზარზე შეინიშნება. და აი, ცნობაც: „მანჩესტერ სიტის” 27 წლის ნახევარმცველის, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი გუინდოგანის ყიდვა „ბარსელონას” მონდომებია. კატალონიელები...









