კატეგორია: კატეგორიის გარეშე

Home კატეგორიის გარეშე
ჩანაწერი

ძმები

საინტერესო ტური გამოდგა. ჯამში 21 გოლი გავიდა და პირველი ტურის რეკორდს (22) ერთით ჩამორჩა. სამაგიეროდ, ყველაზე უხვგოლიანი მატჩის მომსწრენი გავხდით: „კოლხეთი“ – „დინამო“ ზესტაფონში 3:6 დამთვრდა.  წლეულს ერთ შეხვედრაში  9 ბურთი მანამდე არ გასულა (სარეკორდო „ჩიხურასა“  და იმავე „კოლხეთის“ პირველი ტურის შვიდგოლიანი მატჩი გახლდათ 6:1). ზესტაფონში რამდენიმე დინამოელი გამოირჩა. დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა...

ნევილი ნახევარფინალშია
ჩანაწერი

ნევილი ნახევარფინალშია

1990 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს — ასეთია გარი ნევილის აზრი. ვეტერანს სწამს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიასთან 0:1 დამარცხების მიუხედავად გულშემატკივარი ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი. ახლა ინგლისი სამშაბათს, 3 ივლისს, 22 საათზე, მოსკოვში კოლუმბიას შეხვდება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც შვედეთსა და შვეიცარიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე...

კოუტინუ პელეა?
ჩანაწერი

კოუტინუ პელეა?

ძველი თაობის გულშემატკივარს ეხსომება შეკითხვა: მარადონა პელეა? ეს 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისის ამბავია, როდესაც დიეგო დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში ყველა ახალშობილ ვარსკვლავს პელეს ადარებდნენ, რადგან ეტალონი ის იყო. და აი, გუშინ, ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებთა თამაშის შემდეგ, რომელიც „სელესაომ” 2:0 მოიგო კვლავ მოგვეცა „ფეხბურთის მეფის” ხსენების საშუალება: კოუტინიუ პელეა?...

იოზილმა გულშემატკივარზე გაიწია
ჩანაწერი

იოზილმა გულშემატკივარზე გაიწია

მესუთ იოზილს გერმანელ გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა კორეის ნაკრებთან 0:2 წააგეს და არათუ მერვედფინალში ვერ გავიდნენ, არამედ F ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩნენ. გერმანია 1938 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპიდან არ გავარდნილა. კორეელებთან დამარცხებამ გერმანელი გულშემატკივარი საშინლად აღაშფოთა. ასეთი შედეგის წარმოდგენა მათთვის ძნელი იყო. და როდესაც ბუნდესმანშაფტის დაზაფრული მოთამაშეები გასახდელისკენ მიემართებოდნენ,...

სწრაფზე სწრაფი იაპონელი
ჩანაწერი

სწრაფზე სწრაფი იაპონელი

გახურდა დიდი საჭადრაკო ტურნე (Grand Chess Tour) – საჭადრაკო სუპერტურირთა სუპერსერია, თავის შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატსაც რომ ფორას მისცემს. წელს ტურნე ხუთეტაპიანია: “თქვენი სვლაა” (Your next move) ბელგიურ ლოივენში, 12-16 ივნისს, ფილიპინო-ამერიკელმა უესლი სომ მოიგო, ხოლო პარიზში ტურნეს მეორე ეტაპზე (Paris GTC), ასევე ამერიკელმა, ოღონდ იაპონელმა ჰიკარუ ნაკამურამ იხეირა. შეჯიბრში პლანეტის 10 ბობოლა დიდოსტატი მონაწილეობდა, რომელთაც...

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი
ჩანაწერი

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი

ირანის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში განრისხდა, რადგან მისი გუნდისა და მისი სამშობლოს გუნდის შეხვედრაში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არ გააძევა. რომ გაეძევებინა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელსაც კეირუში როგორც პატრიოტი წესით უნდა გულშემატკივრობდეს, მერვედფინალში მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დიდი მატჩის ოხშივარში გახვეული მწვრთნელისთვის ეს, როგორც ჩანს, სულერთი იყო. „როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს იდაყვს ურტყამს, ის...

მეორე და სამართალი
ჩანაწერი

მეორე და სამართალი

ყველაფერს სიდნეიში ეპასუხა. 11 ივლისს, ბრისბენში, ცამეტკაცა რაგბის ელიტარული, “სთეით ოფ ორიჯინ”-სერიის ბოლო მატჩი გაიმართება, რომელსაც სპორტული ინტერესი ვეღარ ექნება: ახალი სამხრეთ უელსის ნაკრებმა 24 ივნისს სერიის მეორე მატჩიც მოუგო ქუინზლენდის ნაკრებს და წლის უდიდეს საცამეტკაცო მოვლენას გამარჯვების ბეჭედი დაასვა. გასაგებია, რომ ეს რაგბია, თამაში, სადაც ქულები ყველაფერი არ არის და თითოეულ გამარჯვებას ფასი ადევს,...

გაქაჩვა მატჩის შემდეგ (ვიდეო)
ჩანაწერი

გაქაჩვა მატჩის შემდეგ (ვიდეო)

გერმანიისა და შვედეთის მატჩის დამთავრების შემდეგ შვედების მწვრთნელს იან ანდერსონს გერმანელთა მენეჯერთან ოლივერ ბირჰოფთან კონფლიქტი მოუვიდა. თუმცა, გაწევ-გამოწევაში მარტო ორი კაცი არ მონაწილეობდა. იქ შვედებიც ბლომად იყვნენ და გერმანელებიც. კონფლიქტის მიზეზი კი ის იყო, რომ შვედების ხელმძღვანელებმა მეტოქეებს უპატივცემულობაში დასდეს ბრალი — ტონი კროოსის გამარჯვების გოლის მერე ჩვენსკენ გამორბოდნენ და ათასგვარ ჟესტებს გვაჩვენებდნენო. შვედების ერთ-ერთმა მწვრთნელმა...

გერმანია გავა მერვედფინალში თუ…
ჩანაწერი

გერმანია გავა მერვედფინალში თუ…

შვედეთთან 2:1 გამარჯვების წყალობით გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ასეთი შანსი F ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს. ყველაფერი ოთხშაბათს, 27 ივნისს, 19 საათზე დანიშნულ ბოლო ტურზე იქნება დამოკიდებული. გერმანია ყაზანში კორეას ხვდება, ხოლო მექსიკა და შვედეთი ეკატერინბურგში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გერმანულმა „შპორტ ბილდმა” ყველა შესაძლო ვარიანტი დათვალა, რასაც გთავაზობთ:   გერმანია გავა მერვედფინალში თუ… მოუგებს...

ბანანი და ბანანია
ჩანაწერი

ბანანი და ბანანია

მაუწყებელ beIN Sports იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. მიზეზი: მისმა ჟურნალისტმა, ყოფილმა ფეხბურთელმა გრეგორი პეისლიმ ისეთი რამ თქვა, რაც რასისტულ გამონათქვამად ჩაითვალა. საქმე ეხება ნიგერიისა და ისლანდიის შეხვედრას, რომელიც აფრიკელებმა 2:0 მოიგეს. როგორც ამბობენ, ნიგერიის ნაკრებისა და „ლესტერ სიტის” მოთამაშის ვილფრედ ნდიდის შესახებ რეპორტიორმა თქვა, მან ბანანია უნდა ჭამოსო. ბანანი კი არა, ბანანია — შოკოლადიანი სასმელი,...